დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ხილარის“ ნატურალური წვენები ექსპორტზე ავსტრიაში გავიდა

„ხილარის“ ნატურალური წვენები ექსპორტზე ავსტრიაში გავიდა

19-07-2024 12:00:00

 

ხილისა და ბოსტნეულის წვენების მწარმოებელი კომპანია ,,ხილარი“ საექსპორტო სივრცეს აფართოებს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორი, თამაზ კაკუშაძე Business Insider Georgia-სთან აცხადებს, კომპანია ექსპორტზე ავსტრიაში გავიდა.

„ექსპორტზე ავსტრიაში გავედით, აშშ-სა და ყაზახეთის ბაზრებზე ვცდილობთ შესვლას, ამ მიმართულებით ვაწარმოებთ სამუშაოებს. „ხილარი“ ამ დროისთვის შაქრისა და კონსერვანტების გარეშე 9 დასახელების ხილის წვენს აწარმოებს. წარმადობას მოთხოვნიდან გამომდინარე დაახლოებით 20%-ით გავზრდით, რადგან პროდუქცია, ძირითადად უცხოური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. რადგან როგორც კი შევალთ ახალ ბაზარზე, პროდუქციის გადატვირთვის პრობლემა არ გვქონდეს. კომპანიის ნაწარმი სრულად ექსპორტზე გადის“,- ამბობს თამაზ კაკუშაძე.

,,ხილარის“ წვენები წარმატებით იყიდება კანადაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და უზბეკეთში.

შეგახსენებთ, რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს “ხილარი” სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში 2017 წელს შეიქმნა. საწარმომ ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 700 000 ლარის ოდენობით, ასევე მიიღო სახელმწიფოსგან 600 000 ლარის ოდენობის გრანტი. ამ ეტაპზე საწარმოში 10 ადამიანი მუშაობს. სეზონზე კი დამატებით 15 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები