დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხელოვნურად შექმნილი განწყობების გასანეიტრალებლად, სებ-ს ყველა ბერკეტი აქვს - ოთარ ანგურიძე

ხელოვნურად შექმნილი განწყობების გასანეიტრალებლად, სებ-ს ყველა ბერკეტი აქვს - ოთარ ანგურიძე

29-05-2024 14:59:00

ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე ეროვნული ვალუტის რყევებს ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟურ პროცესებს უკავშირებს და განმარტავს, რომ მსგავს სიტუაციებს ახასიათებს ერთი თვისება - ის რეაგირებს შექმნილ პანიკურ განწყობებზე თავიდან, თუმცა შემდეგ ბაზარი აღარ მოქმედებს სპეკულაციებზე, დეზინფორაციაზე და უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

„ყველა ფუნდამენტური ფაქტორი, რამაც შეიძლება ობიექტური გავლენა მოახდინოს ლარის გაუფასურებაზე, წესრიგშია. ამდენად, თუ გაუფასურების პასუხისმგებლობას ამ აჟიოტაჟზე გადავიტანთ უნდა ველოდოთ, რომ მაქსიმუმ საშუალოვადიან პერიოდში სავსებით შესაძლებელია რომ ლარმა დაიწყოს დასტაბილურება“- აღნიშნა ანგურიძემ.

ეკონომისტი ეროვნული ბანკის პოლიტიკას ადეკვატურს უწოდებს, მისი განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი ფუნდამენტური ფაქტორები არის ძლიერი, შენარჩუნებულია და არ უარესდება, სებ-ი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რომლის გამოყენებაც რელევანტურია მსგავსი მოკლევადიანი მერყეობების და პანიკური, ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად შექმნილი განწყობების გასანეიტრალებლად.

„სებ-ს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ლარის კურსი იყოს სტაბილური. ამ ინსტრუმენტებიდან ჩვენ ვნახეთ რომ დოლარის მიწოდება ორ ტრანშად განხორციელდა. მაშინ როდესაც გასულ წელს მთელი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი ახორციელებდა დოლარის შესყიდვას ბაზრიდან, ავსებდა ეროვნულ რეზერვებს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც საკმაოდ დიდი შესყიდვები განახორციელა, მიწოდება განახორციელა მხოლოდ ახლა. შესაბამისად, სებ-ს საკმაოდ დიდი რეზერვების მარაგი აქვს, რომ კრიზისულ მომენტებში ლარის კურსი მართოს“,- აღნიშნა ანგურიძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები