დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხარისხის უმაღლესი სტანდარტის დაცვა ამ შემთხვევაშიც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება - „მეტტა“ Tbilisi Mall-ის პროექტზე

ხარისხის უმაღლესი სტანდარტის დაცვა ამ შემთხვევაშიც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება - „მეტტა“ Tbilisi Mall-ის პროექტზე

18-10-2023 18:00:49

სამშენებლო კომპანია Metta • მეტტა Tbilisi Mall-ის რენოვაციის პროცესში მიიღებს მონაწილეობას. პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან განმარტავს, რენოვაციის ფარგლებში განახლდება სავაჭრო ცენტრის საზოგადოებრივი სივრცეები, რაც ჯამში სამ სართულს მოიცავს; გაუმჯობესდება განათების სისტემები და ასევე ინტერიერიც.

,,რენოვაციის პროცესი დაგეგმილია ისე, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და ხარისხიანად მოხდეს პროექტის დასრულება. ძირითადი სამუშაოები ჩატარდება ღამის საათებში, რენოვაციის პროცესში დაცული იქნება ყველა საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტი, რომელიც "თბილისი მოლს" მისცემს სრულყოფილად ფუნქციონირების და ვიზიტორების შეუფერხებლად მიღების საშუალებას. ხარისხის უმაღლესი სტანდარტის დაცვა ამ შემთხვევაშიც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება“, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია მეტტას პორტფოლიო აერთიანებს ისეთი ცნობილი დამკვეთების პროექტებს, როგორებიცაა: „არქი“, „ლისი დეველოპმენტი“, „მაკდონალდსი“, „შატო მუხრანი“, „ნორვეგიის საელჩო“, „ფუჯინ სილქ ფროფერთის“ და სხვ.

,,მუდმივი განვითარება და შემოქმედებითი მიდგომით ინოვაციების დანერგვა მეტტას გუნდის პრიორიტეტია. თბილისი მოლის მასშტაბური რენოვაციის პროექტის განხორციელება სწორედ ამგვარი ხედვის, ღირებულებებისა და პროფესიონალიზმის გამო ხვდა წილად კომპანია მეტტას“ , - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, კომპანია მეტტა სამშენებლო სფეროში 2018 წელს გამოჩნდა და უპრეცედენტოდ მოკლე დროში შეძლო, დარგის უმსხვილესი ლიდერი კომპანიების გვერდით, მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება. საქმიანობის  5 წლის განმავლობაში ,,მეტტას“ პორტფოლიოში არის უკვე 50-მდე მნიშვნელოვანი პროექტი, 500 000 კვადრატულ მეტრამდე ჯამური სამშენებლო ფართით.

მეტტას ახალგაზრდა და, ამავე დროს, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი გამორჩეული პროფესიონალიზმით ახორციელებს სხვადასხვა სამშენებლო სერვისებს, როგორც მსხვილი დეველოპერული კომპანიებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების პროექტებში, ისე კომერციული, ინდუსტრიული, სასტუმროს, კვების ობიექტების და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობაში. კომპანია მეტტას ძირითადი სერვისებია: მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციების მშენებლობა, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, სარემონტო სამუშაოები, საინჟინრო სამუშაოები, საპროექტო სამუშაოები და დიზაინბილდი.

პროექტის სრულ მენეჯმენტს კომპანია LSG Solutions-ი უხელმძღვანელებს. LSG-ს გუნდს საერთაშორისო არქიტექტორებთან და ექსპერტებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. კომპანია ზრუნავს ქართულ ბაზარზე, კერძოდ სამშენებლო სფეროში, არსებული კომპეტენციისა და სტანდარტის გაუმჯობესებაზე. LSG Solutions-მა პროექტები ისეთი მსხვილი კომპანიებისთვის განახორციელა, როგორებიცაა; „თეგეტა მოტორსი“, „ბორჯომი“, „სილქ დეველოპმენტი“, „მაკდონალდსი“, „ასკანელი“, „კინორ ინვესთმენთი“, „ჯიჯ ენერჯი“, „სოდი ინვესთმენთი“, „ნენსკრა“ და სხვა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები