დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხარისხიანი განათლება და მომავლის პროფესიების შესწავლა შეაჩერებს ტვინების გადინებას - re:school-ი წელს აჯამებს

ხარისხიანი განათლება და მომავლის პროფესიების შესწავლა შეაჩერებს ტვინების გადინებას - re:school-ი წელს აჯამებს

04-01-2024 14:00:00

ტექნოლოგიურ სკოლა re:school- 2024 წელს ახალი ფილიალების დამატებ და ბიზნესის გაფართოების პარალელურად, სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე განვითარებას გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-თან re:school-ის დამფუძნებელმა, სალომე მგელაძემ განაცხადა, re:school- აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საგრანტო მიმართულებებზე და ასევე ერძო ომპანიებთან თანამშრომლობით გეგმავს ფინანსების მოძიებას და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის მომავლის ტექნოლოგიური პროფესიების სწავლებას.

აქტიურად ვმუშაობთ საგრანტო მიმართულებებზე. გვინდა ვითანამშრომლოთ კერძო კომპანიებთან, რათა მოხდეს სოციალურად დაუცველი ბავშვების სწავლის დაფინანსება და ათთვის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიების სწავლება.

ლოგიკურია, რომ re:school- და re:invent- მხოლოდ ჩვენი რესურსებით ვერ მოვახერხებთ ყველა მსურველს უფასოდ ვასწავლოთ, ამიტომ ვეძებთ პარტნიორებს, რომლებიც ამ კეთილ საქმეში ჩადებენ ფულს და ბევრ ნიჭიერ ბავშვს მიცემენ შესაძლებლობას, რომ მაღალანაზღაურებადი პროფესიები შეისწავლონ“, - აღნიშნა სალომე მგელაძემ.

სულ მალე re:school- მსჯავრდადებულ ქალებს UI/UX დიზაინს შეასწავლის და სამომავლოდ მათ დასაქმებაზეც იზრუნებს

ასევე გაქვს ახალი პროექტი, რომელსაც თებერვლის დასაწყისიდან დავიწყებთ. ამ პროგრამის ფარგლებში მსჯავრდადებულ ქალებს UI/UX დიზაინში გადავამზადებთ. მომავლის პროფესიების შესწავლა საკმაოდ ძვირია და საპატიმროს გარეთაც არ აქვთ ადამიანებს ამის საშუალება. 

ღნიშნულ პროექტს თავად  re:school- აფინანსებს თავის პარტნიორ, სკოლების ქსელი „პროგრესისდამფუძნებელ - ნინა ჩიკვაშვილთან ერთად

„15 მსჯავრდადებულ ქალს UI/UX დიზაინში გადავამზადებთ და შემდეგ უკვე საუკეთესო შედეგების მქონე, საპატიმროს დატოვების შემდეგ, ჩვენს კომპანიაში დავასაქმებთ. დანარჩენებს კი დავეხმარებით დასაქმებაში ჩვენს მეგობარ კომპანიებში.

ამ თემაზე მინი დოკუმენტური ფილმის გადაღებაც იგეგმება იმის შესახებ, თუ როგორ აქციეს ქალებმა სასჯელი შესაძლებლობად, რა თქმა უნდა, ინგლისური სუბტიტრებით, რათა მხოლოდ საქართველოში არ დარჩეს მათი წარმატების ისტორია და საზღვრებს გარეთაც იქცეს ეს ამბავი მსჯავრდებულებისთვის მოტივაციად. მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიის შესწავლა ქალებს ხელს შეუწყობს საზოგადობასთან რეინტეგრაციასა და რესოციალიზაციაში.

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი. გვაქვს კიდევ რამდენიმე ახალი და საინტერესო პროექტი. ვგეგმავთ ასევე გაფართოებასა და ახალი ფილიალების გახსნას. გვინდა, რომ მთელი საქართველო დავფაროთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ ჩვენთან სწავლის შესაძლებლობა“- აღნიშნაცს re:school-ის დამფუძნებელი.

თუმცა ვიდრე re:school- 2024 წლის გეგმების შესრულებას შეუდგება, სკოლის დამფუძნებელმა  Business Insider Georgia-თან 2023 წელი შეაფასა

პროგრამა, რომელიც re:school-მა შექმნა ძალიან განსხვავებულია და განსაკუთრებული იმ კუთხით, რომ ჩვენ ერთადერთი ტექნოლოგიური სკოლა ვართ, სადაც ტექნოლოგიურ განათლების გარდა, ბავშვებს ყველა იმ საჭირო ცოდნას ვაძლევთ, რაც დღეს 21- საუკუნის დასაქმების ბაზარს სჭირდება.

გვაქვს დამატებითი 18 მოდული, რომელიც ბონუსად მოყვება ყველა ტექნოლოგიურ მიმართულებას და რომელიც ბავშვებს იმ რბილ უნარებს გამოუმუშავებს, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ ნებისმიერი პროფესიის არჩევის შემთხვევაში.

re:school- ერთადერთი ტექნოლოგიური სკოლაა, სადაც ვებ პროგრამირებასთან, თამაშების შექმნასთან, UI/UX დიზაინთან და კიბერუსაფრთხოებასთან ერთად ისწავლება: ემოციური ინტელექტი; ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი მნიშვნელობა; სტრესის მენეჯმენტი; ბალანსი ონლაინ სამყაროში; ცხოვრების დაგეგმვა; როგორ დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი; სხეულის ენა - როგორ შევცვალოთ საკუთარი განწყობა სხეულის ენის სწორი მართვით; ფულის ისტორია და მისი ევოლუცია კრიპტოში; ფულის შოვნის გზები ტექნოლოგიებით; რობოტიკა; ციფრული ხელოვნება; მედია და ინფორმაციული წიგნიერება; სმარტ ტექნოლოგიები; Pitch Deck - ის მომზადება და ინვესტიციების მოზიდვა; ChatGPT - ის სწორი გამოყენება და .. ეს არასრული ჩამონათვალია, ბონუს მოდულების განახლება მუდმივად ხდება ბავშვების საჭიროებებისა და დასაქმების ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით. re:school-ში ბავშვებს გამოცდილებას ყველაზე წარმატებული სტარტაპერები და ბიზნესმენები უზიარებენ.

re:school-ის სასწავლო პროცესში ჩართულები არიან განათლების ფსიქოლოგები. ისინი მენტორებთან ერთად წარმართავენ საგაკვეთილო პროცესს და უზრუნველყოფენ თითოეული ბავშვის ჩართულობას სასწავლო პროცესში, იციან მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და მაქსიმალურად ეხმარებიან მომავლის პროფესიების სასკოლო ასაკშივე ათვისებაში. განათლების ფსიქოლოგების ჩართულობაც ერთ-ერთი ინოვაცია, რომელიც re:school-მა დანერგა საქართველოში.

ძალიან მიხარია, რომ  re:school-ის მერე რბილი უნარების განვითარებაზე, ისევე როგორც ემოციური ინტელექტის დანერგვაზე  და კომბინირებული მოდულების შექმნაზე, სხვადასხვა ტექნოლოგიურმა სასწავლებელმა და უნივერსიტეტმაც დაიწყო ფიქრი და ამ მიმართულებით მუშაობა. კომბინირებული მოდულები, რომლებიც re:school-ის სავიზიტო ბარათია, ახალგაზრდა თაობის წარმატების გარანტიაა. ამიტომ, მხოლოდ მივესალმები და მიხარია ის ფაქტი, რომ სხვებისთვისაც ინსპირაცია გახდა ის ყველაფერი, რაც ჩვენ პირველებმა დავიწყეთ. რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესი, რადგან ხარისხიანი განათლება წარმატებული მომავლის საწინდარია ჩვენი ქვეყნისთვის, მომავლის პროფესიების შესწავლა კი შეაჩერებს ტვინების გადინებას და შეამცირებს უმუშევრობის წარმოუდგენლად მაღალ მაჩვენებლებს.

ასევე ძალიან მიხარია ის რომ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო აქტუალური ხდება ემოციური ინტელექტი. ჩვენი დაარსების დღიდან, რე:სქულის ყველა ბავშვმა გაიარა ემოციური ინტელექტის მოდული. ემოციური მდგრადობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დღევანდელ დროში, თუ ემოციების კონტროლი არ შეუძლია ადამიანს, თუ ნებისყოფის გამომუშავების უნარი არ აქვს და თუ წაქცევის შემთხვევაში არ იცის, როგორ წამოდგეს, ვერცერთ სფეროში ვერ იქნება წარმატებული. ამიტომ ჩვენ შევეცადეთ, ჩვენს კომბინირებულ მოდულებში, რაც გულისხმობს: ტექნოლოგიურ განათლებასთან ინტეგრირებულ დასაქმების ბაზრისთვის საჭირო ცოდნის მიცემას და უნარების განვითარებას ბავშვებში - ის ყველაფერი ჩაგვედო, რაც საბოლოო ჯამში ქმნის წარმატების ფორმულას, წარმატებულ ადამიანს.“

სკოლის დამფუძნებელი ამბობს, რომ  re:school- ერთადერთი სკოლაა, რომელიც წარმატებულ ბავშვებს შესაძლებლობა აძლებს საკუთარი ბიზნესები დაიწყონ 12-15 წლის ასაკში, როგორც სწავლის პერიოდში, ისე მისი დასრულების შემდეგ. ყოველივე  ამას re:invent - ის სტარტაპების ეკოსისტემა, რომელიც 40-ზე მეტ სტარტაპს აერთიანებს, 100%-ით უწყობს ხელს.

ჩვენ ზაფხულში გამოვავლინეთ  re:school-ის ყველაზე მაღალი აკადემიური შედეგების მქონე ბავშვები და მათ დავაწყებინეთ ბიზნესები. უკვე ორმა სტარტაპმა აიდგა ფეხი და ბავშვების ასაკი არის 12-15 წელი. სტარტაპისგაკეთებაერთ დღეში არ ხდება და გავდივართ სხვადასხვა ფაზებს. მუდმივი შეხვედრები გვაქვს გამარჯვებულ ბავშვებთან და წინდაწინ მივიწევთ.

ორიდან ერთ-ერთი არის მობილური ტელეფონის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ნებისმიერი რესტორანი, ლოკაცია დაჯავშნო, ასევე წინასწარ შევარჩიოთ მენიუ.

მეორე სტარტაპია მაღაზიის ონლაინ კონსულტანტი. მაშინ როდესაც მაღაზიაში ვერ ვაგნებთ ხოლმე რა სად არის, ძალიან მარტივად ონლაინ კონსულტანტი დაგვეხმარება, რომ დავკვალიანდეთ. - ყვება, სალომე მგელაძე.

re:school-ის  დამფუძნებელი ამბობს, რომ 2023 წელს სკოლამ ფილიალი გახსნა ბათუმში, ხოლო რამდენიმე კვირაშ ქუთაისის ფილიალიც დაიწყებს ფუნქციონირებას.

ასევე  re:school-მა 2023 წელს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. ერთ-ერთი ასეთი პროექტია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტექნოლოგიების სწავლება, კერძოდ ვებ პროგრამირების. გალში მცხოვრები ახალგაზრდები გადავამზადეთ ვებ პროგრამირებაში. მათთან კონტაქტზე გასვლაც კი ძალიან რთულია. უჭირთ და ეშინიათ, რადგანაც აკრძალული აქვთ ჩვენთან ურთიერთობა. ჩვენ მოვახერხეთ მათთვის მომავლის პროფესია, ვებ პროგრამირება გვესწავლებინა. ძალიან ინტენსიური კურსი გაიარეს, გამოვავლინეთ საუკეთესო სტუდენტი, რომელიც ახლა სტაჟირებას გადის და სტაჟირების გავლის შემდეგ აუცილებლად დავასაქმებთ ჩვენთან.

ასევე მნიშვნელოვანი იყო თავდაცვის სამინისტროსთან დადებული მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ თავდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების ოჯახის წევრები და 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებ, შვილები გადავამზადეთ. ეს იყო სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი. ვფიქრობ, 2023 წელი საკმაოდ პროდუქტიული იყო, თუმცა წინ კიდევ ბევრი გეგმა და მიზანია.“ - აღნიშნა სალომე მგელაძემ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები