„ხახაბოს“, პროდუქცია შესაძლოა, წლის ბოლოს სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდეს, - ამის შესახებ Business Insider Georgia - თან ბრენდის დამფუძნებელმა, მეწარმე ზაქარია სვიმონიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს „PSP“-სა და „ავერსთან“. ამასთან „ხახაბოს“ მცენარეული ზეთების გაყიდვები მიმდინარე წელის 10 თვეში 100%-ით გაიზარდა.
ამასთან, ბრენდის დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოში დამზადებული ,,ხახაბოს" უნიკალური სახეობის მცენარეული ზეთები შესაძლოა, მალე ექსპორტზე გავიდეს.
ახლახან „ხახაბოს“ რებრედინგი დასრულდა, შეიცვალა პროდუქციის ეტიკეტი.
„მსგავსი პროდუქტი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში არ არსებობს. ბაზარზე მხოლოდ იმპორტირებული ზეთების შეძენა შეიძლება. ჩვენი პროდუქციის გამოიყენება შეიძლება არა მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით, არამედ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, კულინარიასა და კოსმეტოლოგიაში. პროდუქტის უპირატესობა ხარისხი და ბუნებრივი, სასიცოცხლო თვისებების შენარჩუნებაა, რაც დამზადების ტექნოლოგიას უკავშირდება. სამკურნალო დანიშნულებით წარმოებაშია 7 სახეობის ზეთი: სელი, გოგრა, ჩია, სეზამი, ნიგოზი, ნუში და შავი კვლიავი“, - ამბობს ზაქარია სვიმონიშვილი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც სვიმონიშვილი ამბობს, იგეგმება ექსპორტზე გატანა, რაზეც მუშაობა დაწყებულია.
„ინტერესი არის გერმანიისა და პოლონეთის ბაზრებზე. ერთად-ერთი რაც გვაფერხებს, არის წარმადობის მოცულობა, რისთვისაც დამატებითი ინვესტიცია გვჭირდება. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და თანხის ნაწილი მოზიდული გვაქვს“, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, რომ ,,ხახაბოს" განვითარების 5-წლიანი ბიზნეს გეგმა აქვს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიონი ლარია. აქედან 700 ათასი ლარი ზეთის წარმოება მოხმარდება. ქარხნის მშენებლობითა და საწარმოო ხაზის განვითარებით „ხახაბოს" 150 ადამიანის დასაქმების რესურსი აქვს. „ხახაბოს“ ზეთები სამკურნალო და კოსმეტიკური ხაზით იწარმოება, გამოიყენება კულინარიაშიც. პროდუქტი 100%-ით ნატურალურია. მზადდება მთლიანად ცივი დაწურვის მეთოდით, ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე.
უახლესი
1 საათის წინ
„კულა“ 2025 წლიდან ბიო წვენების წარმოებას გეგმავს