ხადის ხეობის განაშენიანების გეგმა დამტკიცდა. დოკუმენტი აზიის განვითარების ბანკის დაკვეთით დამუშავდა. განაშენიანების გეგმა 12 სოფელს, ჯამში 2 721.5 ჰა ფართობს მოიცავს და არეალის განვითარების პოტენციური მიმართულების ჩარჩო-პირობებს განსაზღვრავს.
გეგმის შემუშავება ქვეშეთსა და კობს შორის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობამ განაპირობა. ახალი პროექტით, საავტომობილო გზა გვერდს აუვლის კურორტ გუდაურსა და ჯვრის უღელტეხილს. ახალი რეალობის გათვალისწინებით, განაშენიანების გეგმა ხეობის განვითარების შესაძლო მიმართულებებს ადგენს. დოკუმენტი ადგილობრივი მოსახლეობის, მუნიციპალიტეტისა და სივრცითი დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნებს პასუხობს.
ამასთანავე, მომზადდა ხადის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის საყრდენი გეგმა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიმართულებით განაშენიანების გეგმის საფუძველს წარმოადგენს.
პროექტზე მუშაობა 12 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა ეტაპს მოიცავდა. კერძოდ, წინასაპროექტო კვლევას, ხედვას, განვითარების სტრატეგიებს, კონცეფციას და სიცოცხლისუნარიანობის შეფასებას. ხოლო მეორე ეტაპზე, განაშენიანების გეგმის საფუძველზე მომზადდა პრიორიტეტული ინვესტიციების გეგმა, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტებს განაშენიანების გეგმის განხორციელების მოკლევადიან (2024) საშუალოვადიან (2027) და გრძელვადიან პერიოდში (2032).
უახლესი
10 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება