დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართულმა კომპანიამ E60 Shipping Line ფრახტით აღებული Vilnius-ი Cenk T-ით ჩაანაცვლა და საკუთარი გამტარუნარიანობა 25%-ით გაზარდა

ქართულმა კომპანიამ E60 Shipping Line ფრახტით აღებული Vilnius-ი Cenk T-ით ჩაანაცვლა და საკუთარი გამტარუნარიანობა 25%-ით გაზარდა

28-05-2024 16:00:00

ქართულმა კომპანიამ E60 Shipping Line, რომელსაც ბორანი Vilnius-ი ფრახტით ჰყავდა აღებული Cenk T-ით ჩაანაცვლა და საკუთარი გამტარუნარიანობა დაახლოებით 25%-ით გაზარდა.  

როგორც Business Insider Georgia-სთან E60 Shipping Line-ის კომერციულმა დირექტორმა მიშა ბაბუნაშვილმა განაცხადა, Cenk T Vilnius-თან შედარებით უფრო მეტ სატრანსპორტო საშუალებას იტევს.

„Vilnius-ზე თუ ეტეოდა 100 ერთეული 17 მეტრიანი სატვირთო თავისი მისაბმელით, ახლა Cenk T-ზე ეტევა 125 ერთეული 17 მეტრიანი სატვირთო თავისი მისაბმელით“, - აღნიშნა ბაბუნაშვილმა.


ბორანი „აიას“ E60 Shipping Line-მა რამდენიმე თვის უკან შეიძინა. საავტომობილო - სარკინიგზო ბორანი „აია“ - აშენებულია 1995 წელს, რომელიც შეძენილი და განახლებულია კომპანია E60 Shipping Line-ის მიერ 2024 წელს. ბორნის ეკიპაჟი სრულად დაკომპლექტებულია საქართველოს მოქალაქეების მიერ, ბორანი საქართველოს დროშის ქვეშ დაცურავს.

„​ბოლო პერიოდში კომპანიაში გვქონდა ორი მნიშვნელოვანი ცვლილება, ერთი ის, რომ ახალი ბორანი დავამატეთ და სიხშირე გავზარდეთ. თუ აქამდე რუმინეთსა და საქართველოს შორის ერთი სიხშირით ვოპერირებდით უკვე მეტ მომხმარებელს შეგვიძლია მოვემსახუროთ. ჩვენს მომხმარებლებს მოცდა აღარ უწევთ, პრაქტიკულად უკვე ყოველ 3 დღეში სრულდება რეისები. მეორე, ვინაიდან  Cenk T-ის ტევადობა მეტია, კიდევ უფრო მეტი კონტეინერების თუ სატვირთების გადაზიდვა შეგვიძლია და საკმაოდ კარგად ავაწყვეთ ეს ხაზი. იმპორტის შემთხვევაში სრულად დატვირთულები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი გემი დავამატეთ და არსებულის ტევადობა გავზარდეთ, მაინც სრულად დატვირთულები ვართ“, - ამბობს ბაბუნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ E60 Shipping Line-მა რუმინეთსა და საქართველოს შორის საზღვაო ტვირთების ტრანსპორტირება 2023 წლის 27 ივნისიდან დაიწყო. ​ კონსტანცას და ფოთის ნავსადგურებს შორის E60 Shipping Line-ის მიერ ფრახტით აღებული სწრაფმავალი ბორანი Vilnius”-ი მოძრაობდა.

ფოთი - კონსტანცას საბორნე ხაზი, უმოკლესი გზაა კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა კორიდორის არსებობისა და განვითარებისთვის.

E60 Shipping Line არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები - Inex Group, საერთაშორისო ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები.

E60 Shipping Line-ის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს www.e60shipping.com 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები