აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა (CBA) რეესტრში შეიტანა ქართული სადაზღვევო კომპანია Magnus-ის შვილობილი კომპანია - Magnus Insurance Brokers LLC.
ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია CBA-ზე დაყრდნობით იუწყება.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ აზერბაიჯანის სადაზღვევო ბაზარზე უცხოელი ბროკერი შემოვიდა. ავსტრიული კომპანია GrECo JLT Specialty GmbH ბოლოს სადაზღვევო ბროკერების რეესტრში 2019 წელს შევიდა.
ახალი კომპანიის სადაზღვევო ბაზარზე შესვლით, CBA-ს რეესტრში უცხოელი ბროკერების რაოდენობამ 86-ს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო კომპანია Magnus საქართველოში 2016 წლიდან ოპერირებს.
უახლესი
3 საათის წინ
როდის ეყოლება თბილისის ახალ ზოოპარკს ჟირაფი4 საათის წინ
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი5 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დღესაც გამყარდა