დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული ღვინის ინდუსტრია ვითარდება, ამას 2023 წლის WinExpo Georgia-ს მასშტაბიც ადასტურებს - ნინო გამრეკელი

ქართული ღვინის ინდუსტრია ვითარდება, ამას 2023 წლის WinExpo Georgia-ს მასშტაბიც ადასტურებს - ნინო გამრეკელი

22-05-2023 16:50:35

 

 

2-4 ივნისს WinExpo Georgia - ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენასა და ღვინის საერთაშორისო კონკურსს მასპინძლობს.  

მასშტაბური გამოფენა ექსპო-ჯორჯია პავილიონნებში და ღია საგამოფენო სივრცეში ჩატარდება.

რა სიახლეებს შესთავაზებს გამოფენის სტუმრებს ღვინის ინდუსტრია და როგორია WinExpo Georgia- მე-15 გამოფენის მასშტაბი, ამ თემაზე Business Insider Georgia ექსპო-ჯორჯიას კრეატიულ დირექტორ ნინო გამრეკელს ესაუბრა.

გამოფენა მე-15-ედ იმართება. სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც, საქართველოში ღვინის რამდენიმე საწარმო ფუნქციონირებდა. ძალიან დიდი პრობლემების წინაშე იდგა დარგი ფალსიფიკაციის კუთხით. ღვინო, რომელიც იწარმოებოდა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში გადიოდა ექსპორტზე. ახალი დაწყებული იყო მცირე მარნებში ნატურალურიღვინის აღორძინება და წარმოება.

 

  • რა იყო თქვენი ამოცანა, როცა ამ მასშტაბურ პროექტს იწყებდით?

 

ჩვენი ამოცანა იყო, ღვინის წარმოებასა და დარგის განვითარებაში პროცესების სწორი მიმართულებით დაგეგმვა. ერთის მხრივ გვინდოდა ინდუსტრიისთვის შეგვეწყო ხელი, გვეპოვაგამოგვეტანა, ასპარეზი მიგვეცა კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობდნენ ღვინის მიმართულებით ხარისხიანი პროდუქტის წარმოებას. მეორე მხრივ მოგვეზიდა დამთვალიერებელი და გვეჩვენებინა საინტერესო ღვინოების ნიმუშები. ჩვენი მიზანი იყო ქართული ღვინისადმი რწმენა დაგვებრუნებინა საზოგადოებისთვისა და მწარმოებლისთვის.

 

  •  ამ მიმართულებით, პირველ რიგში რა ნაბიჯები გადადგით?

 

ჩამოგვყავდა უცხოელი ექსპერტები. ხვდებოდნენ მეწარმეებს, ატარებდნენ მასტერ-კლასებს. ჩამოჰქონდათ უცხოური ღვინის ნიმუშები შედარებისთვის. ამ ფონზე იდგა საკითხი - ჩვენ სად ვართ და რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ.

პირველი გამოფენები იყო უფრო საგანმანათლებლო სახის და ემსახურებოდა ქართული ღვინის იმიჯის გაზრდასა და პირველ რიგში შიდა მომხმარებელში რწმენის გაჩენას. ჩვენი მიზანი იყო ეს სექტორი გამოგვეცოცხლებინა და პოზიტიური დინამიკა შემოგვეტანა. წლების განმავლობაში ჩვენი გამოფენის სახით, მივიღეთ მნიშვნელოვანი პლატფორმა - დარგის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც თავს უყრის მრავალფეროვან სპექტრს.

დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ გამოგვაქვს, როგორც ინდუსტრიული მწარმოებლების პროდუქცია, რომლებიც უფრო დიდ მასშტაბებზე მუშაობენ, ექსპორტზე გააქვთ, ასევე გამოფენაზე წარმოდგენილია საშუალო და მცირე მარნები, ნატურალური ღვინო. 

გამოფენას სტუმრობენ უცხოელი ბაირები, რომლებიც ჩამოგვყავს გამოფენაზე, როგორც აზიიდან, ევროპიდან და ამერიკიდან, ასევე შიდა ჰორეკა სეტორი, რომელიც აქტიურია. ვუწევთ ორგანიზებას B2B (პირისპირ) შეხვედრებს. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოფენაზე წარმოდგენილი იყოს, როგორც მსხვილი, ისე მცირე ინდუსტრია. გამოფენაზე ყველას თავისი ადგილი აქვს და ველი.

 

  • ამბობთ, რომ გამოფენას აქვს ინდუსტრიის საქმიანობის შემაჯამებელი ფორმატი, ამ კუთხით რა აქტივობებია?

 

გარდა იმისა, რომ გამოფენის მონაწილეები არიან სივრცეში და იმართება დეგუსტაცია, პარალელურად, იმართება ღვინის საქმიანი ფორუმი, ღვინის ექსპერტის ფორუმი, პრეზენტაციები, დისკუსიები, შეხვედრები დარგის ექსპერტებთან, სადაც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი თემების განხილვა.

გარდა ამისა ეს ერთად-ერთი გამოფენაა საქართველოსა და რეგიონში, სადაც მისულ მეწარმეებს ღვინის დარგში ტექნოლოგიების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

 

  • როგორია გამოფენის გეოგრაფია? რომელი ქვეყნებიდან ელით სტუმრებს?

 

ღვინის გამოფენაზე 8 ქვეყნიდან ჩამოდიან მონაწილეები. ეს ის ქვეყნებია, სადაც ღვინის ინდუსტრია აქტიურია. მათ შორისაა იტალია, გერმანია, უნგრეთი.

 

  • 2023 წლის WinExpo Georgia რით არის გამორჩეული?

 

WinExpo Georgia მასშტაბურია და აქ ღვინის კონკურსი გამორჩეული ღონისძიებაა.

წელს ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანია ჟიურის შემადგენლობა. 5 ქვეყნიდან7 ცნობილი ღვინის მაგისტრი, სომელიე და ჟურნალისტი შეაფასებს 300 მდე ღვინოსგამარჯვებულები გამოვლინდებიან 8 კატეგორიაში, გაიცემა ოქროს, ვერცხლის დაბრინჯაოს მედლები.

კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად ქართული ღვინის ისეკონკრეტული მეღვინეობების პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო ბაზარზე. ჟიურის ყველა წევრი თავის ქვეყანაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის გადაწყვეტილებაში.

ღვინის კონკურსის თავმჯდომარეა ღვინის მაგისტრი ბრიტანეთიდან - ტიმ ატკინი. ის მრავალ ჯილდოს ფლობს ღვინის მწერალი (Wine Writer ) ჰარპერსის, დეკანტერის დამრავლი სხვა გამოცემის ავტორი.

ასევე ჟიურის წევრია ჩან ჯუნ პარკი - ღვინის ჟურნალისტი, სამხრეთ კორეისსომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

ქართველი მეღვინეებისთვის მნიშვნელოვანია მათი ღვინოების ხარისხის შეფასება. კონკურსი კარგი საშუალებაა, რომ აჩვენოს, ესა თუ ის მეწარმე სად დგას რა მიმართულებით არის შესაძლებელი მის მიერ შექმნილი ღვინის განვითარება.

 

  • გამოფენის მასშტაბებიდან გამომდინარე, როგორც ექსპერტი და დამკვირვებელი დღეს როგორ შეაფასებდით საქართველოში ღვინის ინდუსტრიის განვითარების დონეს?

 

საქართველოში ღვინის ინდუსტრია ვითარდება. ამას ნათლად აჩვენებს ისიც, თურამდენი ღვინის მაღაზიაა, ბარი ან პროფილური რესტორანია ბაზარზე. იზრდება ღვინის მარნების რაოდენობა. სულ უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება სოფელში და იწყებს ღვინის წარმოებას. ეს კარგი დინამიკაა, თუმცა მიანიშნებს იმას, რომ ბაზარზე გაჩნდა საშუალო ხარისხის ღვინო.

რაც შეეხებათ მსხვილ მწარმოებლებს, ბოლო დროს მოხდა ბაზრის დივერსიფიკაცია. აქტუალური გახდა აზიის ბაზარი. გამოფენაზე ჩამოდიან დამთვალიერებლები იაპონიიდან, ჩინეთიდან. ამასთან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაიზარდა ექსპორტი, რაც მწარმოებლებისგან ხარისხის მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას ითხოვს. მეწარმეები ცდილობენ უფრო დახვეწონ პროდუქცია და ხარისხი. ჩვენი გამოფენის გადმოსახედიდან მონაწილეების სპექტრი იზრდება და უცხოეთიდან ჩამოსული დამთვალიერებლის გეოგრაფიაც. ადგილობრივ ბაზარზე ღვინის თემა პოპულარულია და დამთვალიერებელიც უფრო კვალიფიციურია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები