ქართული ავიაკომპანია Geosky თურქმენეთში სატვირთო რეისებს ასრულებს. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, 13 ოქტომბერს, ქართულმა ავიაკომპანია Geosky-მ, საქართველოდან თურქმენეთში პირველი სატვირთო საჰაერო რეისი შეასრულა. აღნიშნული რეისი შესრულდა თბილისიდან ჩინეთის და ჩინეთიდან თურქმენეთის მიმართულებით.
თურქმენეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მხარდაჭერით ავიაკომპანია Geosky, თურქმენეთში გამართულ ბიზნეს ფორუმში იღებდა მონაწილეობას, რაც გახდა აღნიშნული სატვირთო საჰაერო რეისების დანიშვნისა და განხორციელების, ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველი.
სატვირთო საჰაერო გზით ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოსა და თურქმენეთს შორის აფართოებს შესაძლებლობას და ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ქართული ავიაკომპანია სატვირთო საჰაერო ფრენებით, თურქმენეთის საერთაშორისო აეროპორტს აკავშირებს აზიისა და ევროპის ქვეყნებს.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ Geosky პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველო- ჩენჟოუ-თურქმენეთი- ესპანეთის მიმართულებით ასრულებს ფრენებს.
უახლესი
6 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება