დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„კარტინგ ლილო“  -  უნიკალური გასართობი სივრცე Weekend-ის გასატარებლად

„კარტინგ ლილო“ - უნიკალური გასართობი სივრცე Weekend-ის გასატარებლად

16-09-2023 00:01:08

Karting Lilo - კარტინგ ლილოს სერვისებზე მოთხოვნა მზარდია. თუმცა განსაკუთრებით უქმე დღეებია დატვირთული, რაც ადასტურებს, რომ  ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევის, გართობისა და მეტი დრაივისთვის კარტინგი ლილო შესაფერისი ადგილია.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი მალხაზ მთვარელიშვილიBusiness Insider Georgia- თან ამბობს, გართობის მოყვარულებს უნივერსალური გასართობი სივრცე როგორც დღის საათებში, ასევე გვიან ღამემდე ემსახურება.

„კარტინგ ლილო მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან მოშორებით.  იდეალური გარემოა, ექსტრიმის მოყვარულებისთვის, რომლებსაც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს,  გაატარონ ,,ვიქენდი" სასიამოვნოდ და  ყოველდღიური რუტინისგან თავის დასაღწევად იპოვონ ადგილი, რომელიც კომფორტზეა მორგებული. სპეციალური სარბოლო ტრეკის განათებები, შესაძლებლობას გაძლევთ ღამის საათებშიც, მიიღოთ განსხვავებული, დაუვიწყარი და უსაფრთხო გამოცდილება. რბოლა შესაძლებელია ღამის პირველ საათამდე. კარტინგის ბაზარზე, ხარისხთან ერთად, გამოვირჩევით ტარიფითაც: გვაქვს ხელმისაწვდომი ფასები.  შაბათ-კვირასაც კი, როდესაც მოთხოვნა გაზრდილია,  ფასი ჩვენთან უცვლელია ", - ამბობს მალხაზ მთვარელიშვილი.

კერძოდ,  10 წუთიანი რბოლის საფასური 25 ლარს შეადგენს.  რიგში დგომისგან თავის ასარიდებლად მომხმარებლებს შეუძლიათ სასურველი ვიზიტი წინასწარ დაიჯავშნოს საიტის მეშვეობით  https://liloarena.com/booking/ .

ამდენად, ,,კარტინგი ლილო"  Მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად Weekend- ის გატარების საუკეთესო საშუალებაა. Შესაძლებელია მოეწყოს მინიჩემპიონატები, რომლის ორგანიზებაშიც მსურველებს კომპანიის წარმომადგენლები დაეხმარებიან.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, კარტინგის მანქანები შექმნილია თანამედროვე დიზაინით და უახლესი ტექნოლოგიებით. სარბენი ტრასის სიგრძე 1 კილომეტრია და მისი მოცულობა მომავალში კიდევ გაიზრდება. კომპანიაში ,კარტინგ ლილო" 7 ადამიანია დასაქმებული.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები