დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კარგი შედეგები ჰქონდა სადებიუტო ენერგეტიკის გამოფენასა და ფორუმს - რესან ქიქავა „ექსპო ჯორჯიას“ 6 თვის შედეგებზე

კარგი შედეგები ჰქონდა სადებიუტო ენერგეტიკის გამოფენასა და ფორუმს - რესან ქიქავა „ექსპო ჯორჯიას“ 6 თვის შედეგებზე

31-08-2024 12:00:00

როგორი იყო 2024 წლის პირველი ნახევარი და რა სიახლეებს გეგმავს „ექსპო ჯორჯია“ ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia ექსპო ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორ რესან ქიქავას კომენტარს გთავაზობთ: 

როგორ შეაფასებდით 2024 წლის 6 თვეს? რამდენად ნაყოფიერი იყო ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო სივრცისთვის? რამდენ გამოფენას უმასპინძლეთ 2024 წლის 6 თვეში და თქვენი შეფასებით, რომელი იყო ყველაზე საინტერესო და რომელს ესწრებოდა ყველაზე მეტი ვიზიტორი?

2024 წლის პირველი ექვსი თვე ძალიან წარმატებული იყო Expo-Georgia-სთვის. გუნდმა აქტიურად იმუშავა 4 საერთაშორისო ინდუსტრიულ გამოფენის ორგანიზებაზე და ოთხივე ღონისძიებამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა დაგეგმილ მოლოდინს.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა, უძრავი ქონების/სამშენებლო გამოფენა, ღვინის ექსპო და განახლებული ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი ეს ის ღონისძიებები იყო, რომელმაც არა მხოლოდ ვიზიტორთა მნიშვნელოვანი რაოდენობა მოიზიდა, არამედ შექმნა ძლიერი პლატფორმა ბიზნესების დასაკავშირებლად, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო სტრატეგიული პარტნიორობების ჩამოყალიბებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.  მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარდა ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობისა, რომელიც სხვათაშორის ყოველთვის არ განსაზღვრავს გამოფენის წარმატებას, ეს ბიზნეს პლატფორმები განსაკუთრებით გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი კავშირებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნით.

სასიხარულოა, რომ ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა  სადებიუტო ენერგეტიკის გამოფენას და ფორუმს, რომელიც ენერგეტიკის ინდუსტრიაში არსებულ წამყვან კომპანიებს, ტენდენციებსა და გამოწვევებს დაეთმო. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს დარგის ლიდერების ჩართულობა და მედიის დიდი დაინტერესება, ასევე არაერთი წარმატებული მოლაპარაკებების მაგალითები, რომლების ღონისძიების მსვლელობის განმავლობაში გვქონდა. ასეთი იყო მაგალითად ერთ-ერთი მონაწილე კომპანიის მიერ სტრატეგიული პარტნიორის პოვნა, რაც ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა.

ეს მხოლოდ ერთი მცირე მაგალითია იმ ხელშესახები სარგებელისა, რაც გამოფენებს მოაქვთ.

რას გეგმავს „ექსპო ჯორჯია“ 2024 წელის შემოდგომა- ზამთრის სეზონზე?

2024 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის Expo Georgia საინტერესო ღონისძიებებს გეგმავს. ჩვენ მიერ დაგეგმილ და ორგანიზებულ წიგნისა და სოფლის მეურნეობის გამოფენების გარდა, ვუმასპინძლებთ ასევე 10-მდე დიდ ღონისძიებას (მათ შორის ჩინეთიდან და თურქეთიდან).

2025 წლისთვისაც რამდენიმე ახალი გამოფენის დამატებაზე ვმუშაობთ. ფოკუსირებას მოვახდენთ ძირითად ინდუსტრიებზე, რომლებიც აქტუალურია და განაპირობებენ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები