2022 წლის კონსოლიდირებული შემოსავლების მიხედვით, ქვეყნის წამყვან აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმებს შორის BDO-მ 18,5 მლნ ლარით კვლავ მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
Business Insider Georgia-თან „ბი დი ო“ საქართველოს მმართველი პარტნიორ ზურაბ ლალაზაშვილი კომპანის წარმატების მიზეზებს ასახელებს.
„ბევრი ფაქტორი იყო. შეიძლება ითქვას, ბოლო რამდენიმე წელა მეორე-მესამე ადგილზე ვართ. მიმაჩნია, რომ ჩვენ კომპანიას საკმაოდ კარგი ცნობადობა და სერვისის ხარისხი გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე კარგი გუნდი გვყავს და სულ უფრო მეტი კომპანია გვენდობა, ეს არის ერთი ფაქტორი. ამავდროულად, საქართველოში ვართ ბევრი სერვისის მიმწოდებელი BDO-ს თანამშრომლების მიერ.
შეიძლება, არის ბევრი სერვისი, რომელსაც ჩვენი კოლეგები უცხოური რესურსებით ახორციელებენ და ნაკლებად არიან ბაზარზე წარმოდგენილი. ჩვენ ბევრ ახალ სერვისს ვამატებთ, რასაც კომპანიის საქართველოს გუნდი ახორციელებს. შესაძლოა, ესეც იყოს წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი“, - ამბობს „ბი დი ო“ საქართველოს მმართველი პარტნიორი
მისი თქმით, 2022 წელი ამ ინდუსტრიისთვის რთული იყო, რაც ლარის კურსის გამყარებამ გამაპირობა:
„2022 წელი ჩვენი ინდუსტრიისთვის საკმაოდ რთული იყო. ლარის გამყარებამ ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე მოახდინა უარყოფითი გავლენა. კონტრაქტები უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული და გადახდა ხდება ლარში და შესაბამისად ნაკლები თანხა მივიღეთ და შემოსავლები შეგვიმცირდა“, - ამბობს ლალაზაშვილი.
როგორ მოქმედებს ინდუსტრიაზე აუდიტორულ ფირმებში ბიზნეს საკონსულტაციო სერვისების დივერსიფიცირების ტენდენცია: ნახეთ ამ ლინკზე https://bit.ly/3uIaJrk
უახლესი
38 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს57 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”