საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სტატისტიკური პუბლიკაცია – „ქალი და კაცი საქართველოში 2022“ მოამზადა. პუბლიკაციაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ასახავს ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის 2022 წლის ძირითად ტენდენციებს.
პუბლიკაციის მიხედვით, ამჟამად საქართველოს მოსახლეობაში დემოგრაფიული დაბერების პროცესი შეინიშნება,
საქსტატის მონაცემებით, 2002 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, 65 წლის და უფროსი ასაკის ქალების წილი ქალების მთლიან რიცხოვნობაში, 15.3 პროცენტიდან 18.7 პროცენტამდე გაიზარდა, მაშინ როცა კაცებში იგივე მაჩვენებელი 10.9 პროცენტიდან 12.1 პროცენტამდე არის გაზრდილი.
ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ჩვეულებრივ, ბიჭი უფრო მეტი იბადება, ვიდრე გოგო. იგივე ტენდენცია, წლების მანძილზე, საკმაოდ სტაბილურად არის გამოხატული საქართველოშიც. ახალშობილი ბიჭების წილი 52.0 პროცენტს შეადგენს.
ამრიგად, 30 წლამდე ასაკში, კაცების რიცხვი აღემატება ქალების რაოდენობას. თუმცა 30 წლის და უფროს ასაკში, ქალების რიცხოვნობა სჭარბობს კაცების რიცხოვნობას, ამ უკანასკნელთა მაღალი მოკვდაობის გამო.
საერთაშორისო მასშტაბით, კაცებში მოკვდაობის მაღალი მაჩვენებელი გარკვეულწილად ქცევით ხასიათს ატარებს: გენდერული განსხვავება ალკოჰოლის მოხმარებაში, მწეველებში, სარისკო აქტივობებში მონაწილეობაში, ისეთები, როგორიცაა ავტომანქანის მართვა, განსაზღვრავს ქალების სიცოცხლის უფრო მაღალ ხანგრძლივობას კაცებთან შედარებით.
ამრიგად, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში ქალების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას უფრო მაღალია, ვიდრე კაცების.
ამასთან, სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობაში სქესის მიხედვით განსხვავებები არსებითია, ქალებისთვის შეადგენს 78.1 წელს, ხოლო კაცებისთვის 69.4 წელს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო წლებში ცოცხლად დაბადებულებში გოგოებისა და ბიჭების თანაფარდობა სტაბილური რჩება, რის გამოც სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა დაბადებისას (დაბადებული ბიჭების რაოდენობა ყოველ 100 გოგოზე) შეადგენს დაახლოებით 107.2-ს. თუმცა საინტერესოა, რომ სქესთა რაოდე- მოსახლეობა | ქალი და კაცი საქართველოში 14 ნობრივ თანაფარდობაში მნიშვნელოვანი შემცირება გამოვლინდა მესამე რიგითობის ბავშვის დაბადების შემთხვევაში: ამ მაჩვენებლის დონე ყველაზე მაღალი იყო 2006 წელს და შეადგენდა 141-ს, თუმცა შეინიშნებოდა მუდმივი შემცირების ტენდენცია და 2022 წელს 111 შეადგინა, რაც მიუთითებს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევასთან დაკავშირებული საკითხების დადებით განვითარებაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.
სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ მიგრაცია კვლავაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაში.
მიგრაცია კვლავაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაში. ტრადიციულად მაღალია მობილობა კაცებს შორის: 2022 წელს კაცები შეადგენდნენ იმიგრანტების 58 პროცენტს და ემიგრანტების 62 პროცენტს. რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკმა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სტაბილური ზრდა აჩვენა: ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 2013 წელს 27.4-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს - 31.4-ს. კაცების შემთხვევაში ანალოგიური ზრდა ნაკლებად იყო გამოხატული, მათი ქორწინების საშუალო ასაკმა შესაბამისად 30.9 და 33.9 წელი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკმა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სტაბილური ზრდა აჩვენა: ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 2014 წელს 28,1 წელს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს – 31,4-ს.
კაცების შემთხვევაში ანალოგიური ზრდა ნაკლებად იყო გამოხატული, მათი ქორწინების საშუალო ასაკმა შესაბამისად 31,3 და 33,9 წელი შეადგინა.
უახლესი