კომპანია „ქალაქური“ არაქსის კარაქის წარმოებასა და ჩირის ხაზის დამატებას გეგმავს,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა მურად ღოღაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიის მფლობელობაში არსებული ნატახტარში მდებარე ქარხნის საწარმოო ხაზის გადაიარაღება მიმდინარეობს.
„დაახლოებით 20 დღეში არაქისის კარაქისა და ტყლაპის წარმოებას ვიწყებთ და მალევე აღნიშნული პროდუქცია სავაჭრო დახლებზე გამოჩნდება“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
„ქალაქურის“ ახალი საწარმო სუბსიდირებული სესხით აშენდა. ჯამში საწარმოს მშენებლობასა და გადაიარაღებზე მილიონ ლარამდეა დახარჯული.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანია ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების მიხედვით 60%-იანი ნიშა უკავია.
„ქალაქური“ ადგილობრივ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და დაახლოებით 40-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს. კომპანია საწარმოს ფლობს წეროვანში.
უახლესი
51 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია