დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Kairos Logistics-ი ​ქვეყანაში საკუთარი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას განაგრძობს

Kairos Logistics-ი ​ქვეყანაში საკუთარი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას განაგრძობს

17-02-2025 11:00:00

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics-ი ​ქვეყანაში საკუთარი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას განაგრძობს. როგორც Business Insider Georgia-სთან Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განაცხადა, ორ თვეში თბილისის გეზთან მდებარე Kairos Logistics-ი ​ A კლასის საბაჟო ტერმინალს 24 000 ევრო პალეტზე გათვლილი ინფრასტრუქტურა შეემატება.

„გახსნას 2 თვეში ვგეგმავთ და მისი გამტარუნარიანობა 24 000 პალეტი იქნება. თუმცა ანალოგიურ პროექტს ვახორციელებთ ფოთშიც, სადაც მულტიმოდალურ, A კლასის საწყობს ვაშენებთ, რომელიც წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში. ფოთის საწყობის ტევადობა 12 000 ევრო პალეტი იქნება, სადაც 300 000 ტონის გადამუშავების შესაძლებლობა გვექნება“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარე პროექტები კომპანიის ინვესტიციით ხორციელდება, თუმცა სამომავლოდ Kairos Logistics-ი ​ანალოგიური პროექტების განხორციელებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამის დახმარებით განიხილავს. 

აღსანიშნავია, რომ Kairos Logistics-ის A კლასის არსებული საწყობი, თბილისის გეზთან ახლოს მდებარეობს, მისი მოცულობა 6 300მ²-ია და გათვლილია 12 000 ევრო პალეტზე. სტანდარტული საწყობებისგან განსხვავებით, ის სთავაზობს +რეჟიმიანი ტვირთებისა და ტრანზიტული ტვირთების დასაწყობებას, ყველაზე მისაღები და ხელსაყრელი პირობებით. 

საწყობი აღჭურვილია WMS სისტემით, რომელიც პროგრამულად უზრუნველყოფს საწყობის ყველა პროცესის ოპტიმალურ კონტროლსა და მართვას. მაღალტექნოლოგიური სისტემა ეხმარება მართოს და აკონტროლოს საწყობის ყოველდღიური ოპერაციები, იმ მომენტიდან, როდესაც ტვირთი შემოდის სადისტრიბუციო ან შესრულების ცენტრში, მათ გასვლამდე.

A ტიპის საწყობი არ არის მხოლოდ სივრცე – ეს არის სტრატეგიული აქტივი, რომელიც კომპანიას  შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო მოქნილი და სწრაფი ოპერაციები განახორციელოს, რაც დაზოგავს  მომხმარებლების დროს, მენეჯმენტს და ფინანსურ რესურსებს.

საწყობი აღჭურვილია ვიდეომეთვალყურეობის კამერებით, თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემებით, ასევე სასაწყობო მეურნეობის გამართული მუშაობისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკით.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები