საბანკო სექტორმა დროებით შეაჩერა და ახლა უკვე სრულად აღადგინა Zolotaya Korona - ს მომსახურება.
საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, Zolotaya Korona-ს მომსახურების დროებით შეჩერება უკავშირდებოდა იმ მოკვლევას, რომელიც საბანკო სექტორმა აღნიშნული სისტემის სანქცირებულ კომპანიასთან შესაძლო კავშირის გამო აწარმოა. მოკვლევის შედეგად კავშირი არ დადასტურდა და სისტემის მომსახურება აღდგა. ძნელაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ საბანკო სისტემა განუხრელად იცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს.
„Zolotaya Korona-ს მომსახურება დროებით შეჩერებული იყო, რადგან სექტორი აზუსტებდა Zolotaya Korona-ს კავშირს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქცირებულ სხვა კომპანიასთან. მოკვლევის შედეგად, აღნიშნული კავშირი არ დადგინდა. შესაბამისად, მომსახურება აღდგენილია“, - Business Insider Georgia-სთან განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში Zolotaya Korona-ს მომსახურება შეჩერებული იყო. აღნიშნული მიზეზად კი მედიაში კომპანიის მისამართით დაწესებული ამერიკული სანქციები სახელდებოდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში შეჩერებულია ფულადი გზავნილების რუსული სისტემების Unistream-ისა და Contact-ის ოპერირება. Unistream-მა საქართველოში გზავნილები 2023 წლის სექტემბრიდან შეაჩერა, Contact-მა კი 2024 წლის მარტიდან.
უახლესი
29 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს48 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”