მსოფლიო ფოლადის ასოციაციამ (WSA) 2023 წლის ფოლადის გლობალური მოთხოვნის პროგნოზს გადახედა. WSA ელოდება, რომ 2023 წელს ფოლადზე გლობალური მოთხოვნა 1,8%-ით გაიზრდება და 1814,5 მილიონ ტონას მიაღწევს.
აპრილში ასოციაციამ იწინასწარმეტყველა, რომ მოთხოვნა 2,3%-ით 1,822 მილიარდ ტონამდე გაიზრდებოდა.
2024 წელს WSA ელოდება, რომ გლობალური მოთხოვნა 1,9%-ით და 1,849,1 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
მოთხოვნაზე გავლენას მოახდენს მაღალი ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები, განაცხადა WSA-მ.
ირკვევა, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაწყებული, ფოლადის გამოყენებითი მრეწველობის აქტივობა, ინვესტიციების და მოთხოვნის კლების ფონზე, მკვეთრად შემცირდა როგორც უმეტეს სამრეწველო სექტორში, ასევე რეგიონებში. აღნიშნული მდგომარეობა გაგრძელდა 2023 წელსაც, რამაც გავლენა იქონია ევროკავშირზე და აშშ-ზე.
WSA-ს მიხედვით, ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარი დასტაბილურდა 2023 წლის მეორე ნახევარში და ფოლადზე მოთხოვნა ზომიერ პოზიტიურ ზრდას აჩვენებს. ჩინეთისთვის 2024 წლის პროგნოზი გაურკვეველი რჩება და დამოკიდებულია არჩეულ პოლიტიკაზე მიმდინარე ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად.
უახლესი
1 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო2 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი