Wizz Air-ი პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც Mobile Airbus Training experience კომპლექტი (MATe) და Virtual Procedure Trainer (VPT) ტექნოლოგია დანერგა პილოტების მოსამზადებლად.
ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებული ტრენინგის მახასიათებლები საავიაციო ინდუსტრიისა და მედიის წარმომადგენლებს Wizz Air-ის სასწავლო ცენტრში 20 მარტს გააცნეს.
MATe არის ონლაინ სერვისების პლატფორმა, რომელიც მოიცავს ელექტრონულ ტრენინგებსა და გამოცდებს პილოტების მოსამზადებელ სხვადასხვა კატეგორიაში. VPT კი არის ინოვაციური პროგრამული გადაწყვეტა, რომელიც ინდივიდუალურად ასწავლის პილოტობის მსურველებს ყველა დეტალს ვირტუალურ კაბინაში, სადაც ისინი გადიან ერთგვარ რეპეტიციას და უკეთ ეცნობიან თვითმრინავის კაბინის მახასიათებლებსა და შესაბამის პროცედურებს. VR ინსტრუმენტი და A320 Type Transition Course პროგრამა დამტკიცებულია უნგრეთის სამოქალაქო ავიაციის ორგანოს მიერ, რომელიც Wizz Air-ს საშუალებას მისცემს მოამზადოს პილოტები Approved Training Organization-ის (ATO) მიერ დადგენილი სტანდარტებით.
Wizz Air-მა თავისი პირველი სასწავლო ცენტრი ბუდაპეშტში 2013 წელს გახსნა, ხოლო წელს მეორე სასწავლო ცენტრი იტალიაში, რომში გაიხსნება. სასწავლო ცენტრები აღჭურვილია სამი Airbus A320 სრული ფრენისა და ფიქსირებული ბაზის სიმულაციური მოდელებით, კაბინის ევაკუაციისა და სახანძრო სატრენინგო სივრცეებით. ავიახომალდის ვირტუალური სასწავლო გადაწყვეტილებები Wizz Air-ის სასწავლო ცენტრის უახლესი დამატებაა ბუდაპეშტში.
ავიაკომპანია 2030 წლამდე 4000 საფრენოსნო ეკიპაჟის მომზადებას და 300 ახალი A321neo და A321XLR თვითმფრინავის დამატებას გეგმავს.
„ჩვენ მოხარულნი ვართ Airbus-თან დაწყებული ინოვაციური თანამშრომლობით. ეს წამყვანი ტექნოლოგია რევოლუციას მოახდენს არა მხოლოდ ჩვენი პერსონალის სწავლების პროცესში, არამედ მთელ ინდუსტრიაში. ჩვენ ვზრუნავთ გუნდზე და ვხედავთ საუკეთესო ტექნოლოგიებში ინვესტირების საჭიროებას, რათა მივაღწიოთ ბაზარზე უმაღლეს და ყველაზე უსაფრთხო სასწავლო სტანდარტებს. ჩვენი თანამშრომლები ხშირად წარმოადგენენ ავიაკომპანიის სახეს ჩვენი მგზავრებისთვის და გვჯერა, რომ ეს ახალი მიდგომები მათ საქმის უმაღლესი სტანდარტით შესრულებაში დაეხმარებათ“, - განაცხადა Wizz Air-ის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ატილა ტოვარმა,„მოხარულები ვართ, რომ Wizz Air-ის სახით გვყავს პირველი პარტნიორი, რომელიც Airbus-ის ციფრულ, VR-ზე დაფუძნებულ ფრენის სასწავლო გადაწყვეტილებებს - MATe კომპლექტსა და VPT ტექნოლოგიას გამოიყენებს. ახალი პროგრამა პილოტებს სთავაზობს სიღრმისეულ გამოცდილებას და უფრო მოქნილ, ეფექტურ ტრენინგებს. ეს კონფიგურაცია საერთო ტიპის რეიტინგის კურსზე ოპტიმიზაციისა და ამავდროულად Airbus-ის უმაღლესი სასწავლო სტანდარტების შენარჩუნების საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა Airbus-ის ევროპის კომერციული სერვისების ხელმძღვანელმა ჩარბელ იოზქათლმა.
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 201 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 27.1 მილიონი მგზავრისთვის F22 ფინანსურ წელს, რომელიც მთავრდება 2022 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. Wizz Air-ი ATW-ის მიერ 2020 წელს, ხოლო ATA-ის მიერ 2019 და 2023 წლებში დასახელდა „წლის ავიაკომპანიად“. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.
უახლესი
7 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება