დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Wizz Air-ი იძულებულია ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მარშრუტების ქსელი შეამციროს

Wizz Air-ი იძულებულია ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მარშრუტების ქსელი შეამციროს

05-03-2024 09:59:00

ძრავების პრობლემების გამო, Wizz Air მარტის ბოლომდე 40-მდე თვითმფრინავს გააჩერებს. შესაბამისად შემცირდება ავიაკომპანიის მარშრუტების ქსელი.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ფლოტი ახლა 200 თვითმფრინავისგან შედგება. 40 პრობლემური ხომალდის გამო, გადამზიდავი კარგავს ტევადობის 20%-ს. სიტუაციის სწრაფად გამოსწორების საშუალება არ არსებობს – ამას მინიმუმ 6 თვე სჭირდება. ამიტომ ავიაკომპანიაში ფრენების შემცირება გადაწყვიტეს.

ცვლილებები აუცილებლად აისახება მარშრუტებზე ჩრდილოეთ მაკედონიიდან, სერბეთიდან, ხორვატიიდან და პოლონეთიდან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები