ცნობილი ბრიტანული გამოცემა WANDERLUST ბათუმს ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქების ნომინაციაში ასახელებს. გამოცემის პორტალზე, რომელსაც თვეში 1.6 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს, 40-მდე ევროპის ტურისტული ქალაქის სია ბათუმით იწყება. ბათუმთან ერთად ნომინაციაზე თბილისი, ლისაბონი, პორტო, სევილია, ვალენსია, ზაგრები, ბოლონია, დრეზდენი, ჰამბურგი და სხვა ტურისტულად მიმზიდველი ქალაქია დასახელებული. ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად საქართველოცაა წარდგენილი. WANDERLUST-ის გვერდზე ხმის მიცემა მსურველებს 18 ოქტომბრამდე შეუძლიათ. WANDERLUST-ის გამომცემლობა The Wanderlust Travel Awards-ის ყოველწლიურ დაჯილდოებას 6 ნოემბერს ჩაატარებს, სადაც გამოვლინდება 2024 წლის სასურველი ტურისტული მიმართულებები. ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზე https://wanderlustmagazine.typeform.com/to/QUOKskBQ შეიძლება.
"Wanderlust" არის ბრიტანული ტურისტული, მაღალრეიტინგული ონლაინ და ბეჭდური გამოცემა, რომელიც 1993 წელს დაარსდა. ის ყურადღებას სათავგადასავლო და კულტურულ მოგზაურობაზე ამახვილებს. გამოცემა განსაკუთრებით ცნობილია თავისი გამორჩეული ფოტოგრაფიითა და სიღრმისეული სამოგზაურო გაიდებით. ჟურნალ WANDERLUST-ის გამორჩეულ მკითხველებს აინტერესებთ, როგორც ახალი მიმართულებები და აქტივობები, ასევე პოპულარული დანიშნულების ადგილების ნაკლებად ცნობილი მხარეების აღმოჩენები. ისინი მიემგზავრებიან სათავგადასავლო ადგილებში და ეძებენ გამორჩეულ გამოცდილებას.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა