ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კარგო ტერმინალის მოწყობა იგეგმება, რაზეც მთავრობა აზიის განვითარების ბანკთან ერთად მუშაობს. თუმცა აღნიშნული ტერმინალის გამართული მუშაობისათვის საჭიროა შესაბამისი ასაფრენ/დასაფრენი ზოლიც რათა აეროპორტმა ყველა ტიპის საჰაერო ხომალდების მიღება, მომსახურება შეძლოს. ახალი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი კი 3,5 კმ-ი სიგრძის იქნება და მისი მშენებლობა 18 თვეში დასრულდება.
რაც შეეხება თავად ტერმინალს, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის სატვირთო ტერმინალს კერძო კომპანია ააშენებს თუ თავად სახელმწიფო.
„რაც შეეხება კარგო ტერმინალს დღეს მიმდინარეობს კვლევა აზიის განვითარების ბანკთან ერთად. აზიის განვითარების ბანკის ექსპერტები მუშაობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ზუსტად ქუთაისის მომავალი აეროპორტი, ანუ როგორი იქნება ე.წ. გენგეგმა, რომელიც მოიცავს სამგზავრო ოპერაციებს, ისე კარგო ოპერაციებს. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავ, რომ დასავლეთ საქართველოს სჭირდება ასეთი ინფრასტრუქტურა. ამ გენგეგმის დასრულების შემდეგ, ველოდებით, რომ ეს გენგეგმა წლის ბოლოს გვექნება, მიიღებთ გადაწყვეტილებას აქ გვეყოლება კერო პარტნიორი თუ სახელმწიფო იქნება ძირითადი განმავითარებელი ამ ინფრასტრუქტურის. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდია ინტერესი კერძო სექტორის მხრიდან და ამიტომ ძალიან საინტერესო პერსპექტივას ვხედავთ იგივე კერძო სექტორთან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არსებული ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია/გაფართოება შეუძლებელია და ამიტომ სახელმწიფომ ახალი ბილიკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს არის 85 მლნ-იანი ინვესტიცია, რომელიც ქვეყანამ უნდა განახორციელოს იმისათვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულფასოვნად ასრულებდეს თავის ფუნქცია მოვალეობებს. რადგან ის უნდა იყოს სრულყოფილად საერთაშორისო აეროპორტი არამხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვების კუთხით ასევე მათ შორის ის პოტენციალი, რომელიც ქუთაისს გააჩნია კარგო/ლოგისტიკური ცენტრის განვითარების კუთხით შესრულდეს. ჩვენ გვჭირდება ახალი ასაფრენ/დასაფრენი ზოლი. იცით, რომ არსებულს ბევრი პრობლემა გააჩნია და მისი რეაბილიტაცია ექსპერტული დასკვნების შესაბამისად შეუძლებელია. ამიტომ პროექტირება უკვე მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გვექნება ახალი პროექტი, რომლითაც ჩვენ შევარჩევთ მშენებელ კომპანიას. სავარაუდოა ჩვენი თანხები ეს დაზუსტდება პროექტის შესაბამისად. თუმცა 18 თვეში ჩვენ უნდა გვქონდეს ახალი ასაფრენ/დასაფრენი ზოლი, რომლის სიგრძე იქნება 3,5 კმ და ყველა ტიპის საჰაერო ხომალდი, როგორც სამგზავრო ასევე სატვირთო შეგვეძლება მივიღოთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
უახლესი
17 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება