დედაქალაქის მერია თბილისის მასშტაბით არსებული სანიაღვრე/სადრენაჟე ქსელების მოვლა პატრონობის (ექსპლუატაციის), ახლის მოწყობისა და აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერს აცხადებს. სატენდერო წინადადებების მიღება 11 დეკემბერს სრულდება, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 799 741 ლარია. ტენდერში გამარჯვებული თბილისის სანიაღვრე/სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციას 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განახორციელებს.
სანიაღვრე ქსელების ექსპლუატაციისთვის საჭირო სამუშაოები მოიცავს: სანიაღვრე კოლექტორების და სათავე ნაგებობების შემოწმებას, სათავე ნაგებობების და კიუვეტების გაწმენდას, სანიაღვრე წვიმმიმღები და საკონტროლო ჭების გაწმენდას, სანიაღვრე და სადრენაჟე გადამაერთებელი ქსელების მექანიკურ დამუშავებას, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების გარეცხვას სპეც. ტექნიკის გამოყენებით, დაზიანებული ცხაურების, გვერდმიმღების ხუფების, ყრუ ხუფების და სანიაღვრე სისტემის აღდგენა-მოწყობას, არასტანდარტული ჭების შეკეთება-გაწმენდას.
უახლესი
6 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება