მსოფლიოში, ხურმის უმსხვილეს მწარმოებელს შორის აზერბაიჯანი მესამეა. ამ ქვეყნიდან 2022 წელს ექსპორტმა 192,4 ათასი ტონა შეადგინა.
ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
FAO-ს მიხედვით, მსოფლიო ბაზარზე ხურმის ძირითადი მომწოდებლები არიან ჩინეთი (3 მლნ 429,4 ათასი ტონა), სამხრეთ კორეა (200,6 ათასი ტონა), აზერბაიჯანი (192,4 ათასი ტონა), იაპონია (187, 9 ათასი ტონა) და ბრაზილია (170,2 ათასი ტონა).
FAO-ს პროგნოზის მიხედვით, ხურმის გლობალური ბაზრი 2023 - 2028 წლებში 6,16%-ით გაიზრდება. საბოლოო ჯამში, ხურმის გლობალური ბაზარი, 2023 წელ სავარაუდოდ 0,84 მილიარდი აშშ დოლარიდან გაიზრდება და 2028 წელს ბაზრის მოცულობა 1,13 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ხურმის ექსპორტი ღირებულებით 2018 წელთან შედარებით 12,7%-ით გაიზარდა და 620,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ამ პერიოდში ესპანეთი, აზერბაიჯანი და უზბეკეთი იყვნენ ხურმის წამყვანი ექსპორტიორები.
ექსპორტის ზრდის მთავარ მიზეზად FAO იმპორტიორ ქვეყნებში ხურმის მაღალ ფასსა და რიგ ქვეყნებში წარმოების არ არსებობას ასახელებს. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, აშშ და ა.შ., სადაც არ არის წარმოება ან მისი მოცულობა უკიდურესად დაბალია, ხურმაზე დიდი მოთხოვნაა.
FAO-ს მონაცემებთ, ჩინეთი კვლავ რჩება ხურმის მთავარ ექსპორტიორად გლობალურ ბაზარზე.
საქართველო ხურმის ექსპორტის ღირებულებით, (5,47 მლნ დოლარი) მე-11 ადგილზეა, ხოლო ექსპორტის მთლიანმა მოცულობამ 8,18 ათასი ტონა შეადგინა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წელს საქართველოდან 10.6 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: სომხეთში (4,550 ტონა), რუსეთში (3,574 ტონა), უკრაინაში (2,262 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვასა (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).
უახლესი