პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია, რომელსაც მხარი 6 მოსამართლემ დაუჭირა და სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.
9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.
მოსამართლეები, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა არიან: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი.
„გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. დასკვნას დაერთოს მოსამართლეების ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშისა განსხვავებული აზრი. დასკვნის ასლი გაეგზავნოს პარლამენტს, პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და უზენაეს სასამართლოს,“ - განაცხადა ტურავამ.
უახლესი