ვილნიუსის აეროპორტი 2023 წლის 11 ივლისის 12:00 საათიდან 12 ივლისის 14:00 საათამდე ფრენებს არ მიიღებს. ამის მიზეზი კი ქვეყანაში დაგეგმილი ნატოს სამიტია, რომელსაც ლიეტუვის დედაქალაქი მასპინძლებს.
როგორც Delfi ლიეტუვის კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, აეროპორტის დაკეტვა სამიტის განმავლობაში, ნატოს უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით ხდება.
წინასწარი ინფორმაციით, ამ 26-საათიანი შეზღუდვის გამო ვილნიუსიდან 100-ზე მეტი ფრენა გაუქმდება. ავიაკომპანიებმა წინასწარ უკვე დაიწყეს მგზავრების გაფრთხილება.
7-13 ივლისს ლიეტუვის ტერიტორიაზე თვითმფრინავების გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. ასევე აიკრძალება მცირე ზომის თვითმფრინავების, საჰაერო ბურთების და დრონების ფრენები.
NATO-ს სამიტი ლიეტუვაში პირველად იმართება. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ქვეყნის ისტორიაში, სადაც მოსალოდნელია 40-50 უცხოური დელეგაციის (3000-მდე სტუმარი) და 2000-მდე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლის ჩასვლა.
უახლესი
8 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება