დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვფიქრობთ, რომ წლის განმავლობაში 6%-იანი ზრდა შენარჩუნდება, თუმცა წლის მეორე ნახევარში გარკვეულ შენელებას ველით - ევა ბოჭორიშვილი

ვფიქრობთ, რომ წლის განმავლობაში 6%-იანი ზრდა შენარჩუნდება, თუმცა წლის მეორე ნახევარში გარკვეულ შენელებას ველით - ევა ბოჭორიშვილი

24-06-2024 18:00:00

ვფიქრობთ, რომ წლის განმავლობაში 6%-იანი ზრდა შენარჩუნდება, თუმცა წლის მეორე ნახევარში გარკვეულ შენელებას ველით, ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ეს შენელება შეეხება ძირითადად საინვესტიციო აქტივობას.

„თუ გახსოვთ Galt & Taggart-ს წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 2 სცენარი ჰქონდა. ეს იყო საბაზისო 6%-იან სცენარი და ასევე ოპტიმისტური სცენარი, სადაც ჩვენ ვფიქრობდით, რომ საინვესტიციო აქტივობა  კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე ეს ჩვენი საბაზისო სცენარით იყო განსაზღვრული. ამ ეტაპზე რასაც ვუყურებთ პირველ ოთხ თვეში გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია აპრილის თვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წინასწარი მონაცემებით, ანუ გადასახადების აკრეფის დინამიკიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ მაისიც საკმაოდ ძლიერია და ჩვენი პროგნოზით მაისში 8%-ი უნდა იყოს ეკონომიკურ ზრდა. ფაქტია, რომ  წლის პირველი ნახევარი არის ძალიან ძლიერი. შესაბამისად ამ გაურკვევლობის ფონზე, რაც ამ ეტაპზეა, ჩვენ საბაზისო სცენარს არ გადავხედეთ. ვფიქრობთ, რომ წლის განმავლობაში 6%-იანი ზრდა შენარჩუნდება, თუმცა წლის მეორე ნახევარში გარკვეულ შენელებას ველით. ძირითადად ეს ეხება საინვესტიციო აქტივობას. ვინაიდან ქვეყანაში ინფლაცია მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება, სამომხმარებლო ხარჯები ძლიერი დარჩება და მოხმარება იქნება ზრდის მნიშვნელოვანი წარმმართველი“, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა. 
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები