საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მორიგი შეხვედრისთვის ემზადება. ჩვენი ქვეყნის გუნდი საგურამოშია, სადაც თამაშამდე ბოლო ვარჯიში გამართა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის თქმით, ამ ეტაპზე გუნდში ტაქტიკური ცვლილებები არ განიხილება.
„უკრაინასთან მატჩში მარცხენა ფლანგზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ ლოჩოშვილს არ ეხება. მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, თამაშიდან გამომდინარე მოგებაც შეიძლებოდა, ამიტომ ამ ეტაპზე ტაქტიკურ ცვლილებებს არ განვიხილავ, მთავარია, თამაში ბევრად უკეთ დავიწყოთ და დავალებები სწორად შევასრულოთ.
უკვე გადაწყვეტილი მაქვს, ვინ შეცვლის ქოჩორაშვილს და ამას ხვალ გაიგებთ. ჩვენ ისევ ის გუნდი ვართ, რომელიც ბოლო პერიოდში ვიყავით და ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ, შემთხვევითობა არ ყოფილა, შრომის და ღირებულებების შედეგია, რომელიც ჩვენ დავნერგეთ“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.
ალბანეთთან მატჩს გიორგი ქოჩორაშვილი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. საქართველო - ალბანეთის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე, ხვალ 20:00 საათზე დაიწყება.
უახლესი
1 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე3 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა3 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს3 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა