დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უკრაინამ შაქრის ექსპორტი დროებით შეიზღუდა

უკრაინამ შაქრის ექსპორტი დროებით შეიზღუდა

02-06-2023 09:36:24

უკრაინის მთავრობამ, ზაფხული-შემოდგომის პერიოდში შაქრის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, 5 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ამ პროდუქტის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა.

ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი რეზოლუცია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე 30 მაისს მიიღეს.

„საბაჟო მონაცემებით, გასული კვირის ბოლოს ექსპორტირებულია 350 ათას ტონაზე მეტი შაქარი და შაქრის პროდუქცია, რაც 2022/2023 წლების ექსპორტის პროგნოზის 95%-ია. ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, ექსპორტის პოტენციური მოცულობა უკვე თითქმის 100%-ითაა გამოყენებული“, - ნათქვამია ანგარიშში.

ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ზაფხულში უკრაინაში შაქრის მოხმარება იზრდება, შესაბამისად, შიდა ბაზარზე დეფიციტისა და ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ექსპორტის დროებით აკრძალვის შესახებ.

ამასთან, აღნიშნულია, რომ შიდა ბაზრის მიწოდება 2022/2023 წლებში, 1 285 ათასი ტონა შაქრისა და გარდამავალი ნარჩენების წარმოების გათვალისწინებით, ექსპერტების შეფასებით, 1 776 ათასი ტონაა. ამასთან, შიდა მოხმარების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად 2022/2023 წლებში პროგნოზირებულია 1 010 000 ტონა, ხოლო შაქრის ექსპორტი იმავე პერიოდში 370 000 ტონა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები