უკრაინა და პოლონეთი აღმოსავლეთ ევროპული გაზის ჰაბის შექმნას გეგმავენ, რომლის საშუალებითაც, ევროპა ბუნებრივ აირს, რუსეთის გვერდის ავლით მიიღებს. ცნობას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, უკრაინული მიწისქვეშა საცავებისა და პოლონური გათხევადებული გაზის ტერმინალებით, შესაძლებელი იქნება ახალი ბიზნესმოდელის შექმნა, რაც რუსული გაზის ტრანზიტს ჩაანაცვლებს. მისივე თქმით, უკრაინამ უკვე მიმართა პარტნიორებს შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერის შეთავაზებით.
ცნობისთვის, რუსული გაზის უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტის კონტრაქტის ვადა 2025 წლის პირველ იანვარს იწურება.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი ევროსთან და დოლართან გამყარდა