ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტთან დაკავშირებით, მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გულშემატკივარს დღეიდან სიახლეებს სთავაზობს, საქართველოს ნაკრების ფორმები ექსკლუზიურად ვოლტზეა ხელმისაწვდომი.
სპორტული ტანსაცმლის ლიდერი ევროპული ბრენდი Macron-ი, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფორმების ოფიციალური მწარმოებელია, უკვე ვოლტზეა.
Macron-ისა და ვოლტის ექსკლუზიური პარტნიორობა, გულშემატკივარს აძლევს საშუალებას, ვოლტის პლატფორმაზე შეარჩიონ ნაკრების ოფიციალური ფორმა, შეუკვეთონ და იმავე საათში მიიღონ შეკვეთა სასურველ მისამართზე. შეკვეთა შესაძლებელია Macron-იდან ვოლტზე 10-დან 20:00 საათამდე.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას და დებიუტს ევროპის ჩემპიონატზე ვოლტი კიდევ ერთ რეკორდს უძღვნის.
კომპანიამ საქართველოს ნაკრებს გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში სიმბოლური საჩუქარი - საქართველოს დროშა გაუგზავნა, რომელზეც, ვოლტის გუნდის მიერ დატანილი უამრავი კეთილი სურვილია.
გზავნილი ვოლტის პარტნიორმა კურიერმა შადიმან ხარშილაძემ წაიღო.
რეკორდული მარშრუტი 12 დღეს, 6 ქვეყანას, ათეულობით ქალაქს და ჯამში 4 ათასი კილომეტრს მოიცავს.
ვოლტი საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს კიდევ არაერთ სიურპრიზს ჰპირდება.
უახლესი