დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უახლოეს პერიოდში ჩატარდება ქართულ-სლოვაკური ბიზნეს ფორუმი, სადაც მოწვეული იქნებიან ქართველი და სლოვაკი ბიზნეს სფეროების წარმომადგენლები - ნოდარ გიორგაძე

უახლოეს პერიოდში ჩატარდება ქართულ-სლოვაკური ბიზნეს ფორუმი, სადაც მოწვეული იქნებიან ქართველი და სლოვაკი ბიზნეს სფეროების წარმომადგენლები - ნოდარ გიორგაძე

05-08-2024 10:00:00

საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გასამყარებლად სლოვაკეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი ჩატარდება, - ამის შესახებ „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ განაცხადა, რომელიც ცოტა ხნის უკან სლოვაკეთიდან მნიშვნელოვან სამთავრობო დელეგაციას მასპინძლობდა. 
„დიახ 4 მინისტრის სტუმრობა არ არის მარტივი თემა და უამრავი თანხმელები პირები, რომლებიც სახელმწიფო ბორტით 2 დღით ჩამოვიდნენ. ეს ის რთული პერიოდია, როდესაც პრემიერ-მინისტრი დაჭრილია და პრეზიდენტი მხოლოდ არჩეულია და ინაუგურაცია არ ყოფილა. და ასეთ დროს საქართველოში ჩამოდის 4 მინისტრი ვიცე-პრემიერს ხელმძღვანელობით. თან მოწვევა არის კომერციულ სტრუქტურის. ჯინო ჰოლდინგი არის კომერციული სტრუქტურა და მისი მოწვევით მოდიხარ 10 წლის აღსანიშნავად. მინდა აღვნიშნო ის გვერდში დგომა და მხარდაჭერა, რომელიც გაგვიწია საქართველოს მთავრობამ, ბატონმა ლევან დავითაშვილმა და სამინისტრომ. უნდა გითხრათ, რომ დაიგეგმა, რომ უახლოეს პერიოდში ჩატარდება ქართულ-სლოვაკური ბიზნეს ფორუმი, სადაც მოწვეული იქნებიან ქართველი და სლოვაკი დიდი ბიზნეს სფეროების წარმომადგენლები, ბანკები და ეს ფორუმი ჩატარება როგორც სლოვაკეთში ისე საქართველოში. სლოვაკეთში ფორუმი ჩატარდება ჩემთან, ჩემს სასახლეში. ვფიქრობ, რომ ორივე მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროების, საელჩოების და მთავრობის ჩართულობით ეს ბიზნესფორუმი შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს და ძალიან მომგებიანიც“, - აღნიშნა გიორგაძემ.
ბიზნესმენი სლოვაკეთში ბიზნესის დაწყების პირველ წლებსაც იხსენებს და ამბობს, რომ „როდესაც მე იმ პერიოდში სლოვაკეთში ჩავედი, უცხოელი აღმოსავლეთ ევროპიდან იწყებს რაღაც პროექტს საკურორტო სფეროში და პრაქტიკულად 5 წლის განმავლობაში ტურიზმის 12%-ი მე მეჭირა“.
„წარმოიდგინე 5 მლნ ტურისტი შემოდის და იქიდან 600 000 ჯინ პარკში მოდის. მერე უკვე მთავრობაც შენს მიმართ სხვა განწყობითაა. დასაქმებული გყავს დაახლოებით 1000 ადამიანი, ღებულობ 600 000 ტურისტს, იხდი უზარმაზარი რაოდენობით დღგ-ს, საშემოსავლოს, ყველანაირად ავითარებ რეგიონს. აკვაპარკის მშენებლობამ შექმნა ის პრეცედენტი, რომ თუ კი გარშემო რაიმე სოფელი იყო, ყველა 32-ვე სოფელი დაემსგავსა ბევერი ჰილს. გაკეთდა გზები, განათებები, ტროტუარები. 
გეტყვით, რომ საქართველოში უცხოელს ბევრად მარტივად შეუძლია დაიწყოს ბიზნესი ვიდრე იქ თავის ქვეყანაში, რადგანაც იქ რაღაც თემები უკვე გაჯერებულია. თუმცა ჩვენთანაც ისე მიდის სიტუაცია, რომ აქაც აღარაა მარტივი, მაგრამ ჯერჯერობით პოტენციალი არის სერიოზული ინვესტორები შემოვიდნენ. ამიტომ თუ ინვესტორისადმი იქნება სერიოზული ხელის შეწყობა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ინვესტორი შემოვიდეს საქართველოში. ხელისშეწყობაში მე ვგულისხმობ იმას, რომ არ უნდა გავურთულოთ ცხოვრება, თუ შენს პრობლემებს არ უქმნი ინვესტორს, ეს უკვე დახმარებაა“, - ამბობს „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტი.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები