საქართველოში თუთიყუშების (თუთიყუშების, არასა და კაკადუს ჩათვლით) იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 56.33 ათასი დოლარის ღირებულების თუთიყუშისებრთა იმპორტი განხორციელდა, რაც ღირებულებით ნაწილში 302%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 14.01 ათასი დოლარის თუთიყუშისებრთა იმპორტი დაფიქსირდა.
2023 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკით, საქართველოში თუთიყუშისებრთა იმპორტი ჩეხეთიდან და ნიდერლანდებიდან განხორციელდა.
თუმცა მთლიან იმპორტში (ღირებულებით ნაწილში) ნიდერლანდებიდან იმპორტირებული ფრინველების წილი 70%-ია.
საგულისხმოა, რომ 2023 წელი ცოცხალ თუთიყუშისებრთა (თუთიყუშების, არასა და კაკადუს ჩათვლით) იმპორტის კუთხით რეკორდული იქნება, რადგანაც 2023 წლის 5 თვის მაჩვენებლები უკვე უსწრებს ყველაზე მაღალ, 2021 წლის მთლიან მაჩვენებლებს, როდესაც ქვეყანაში 55.47 ათასი დოლარის ცოცხალ თუთიყუშისებრთა იმპორტი დაფიქსირდა.
უახლესი
57 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა