რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის და რთული ხილვადობის გამო Turkish Airlines-ის საჰაერო ხომალდი, რომელიც სტამბული-ბათუმის რეისს ასრულებდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვერ ეშვება.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, რომ ბათუმში საჰაერო ხომალდი აეროპორტი ნისლის გამო ვერ ეშვება.
ამიტომ საჰაერო ხომალდი რამდენიმე წუთში რიზეს საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება.
ბათუმში ნისლის გამო გაუქმდა ნატახტარი-ბათუმის რეისიც.
უახლესი