თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი სტამბოლსა და თბილისს შორის ფრენების რაოდენობას ზრდის. როგორც ავიაკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ფრენების სიხშირეს ზრდის.
ამჟამად, სტამბოლიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, Turkish Airlines-ი კვირაში 42 სიხშირით დაფრინავს.
ხოლო 31 მარტიდან, დამატებით რეისთან ერთად, სიხშირე გაიზრდება და კვირაში 50-ს მიაღწევს.
თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისი კვირაში 4-ჯერ სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება. ხოლო ბათუმის მიმართულებით კი ავიაკომპანია კვირაში 11 რეისს შეასრულებს.
დამატებითი რეისი და ფრენების სიხშირის ზრდა, უფრო მოსახერხებელს გახდის მოგზაურობას საქართველოდან როგორც სტამბოლის, ასევე მსოფლიოს 346 მიმართულებით, სადაც ავიაკომპანია ასრულებს რეისებს.
უახლესი
10 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება