დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

07-02-2023 10:03:30

თურქეთში დღეს დილით კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ბიძგის სიმძლავრემ 5.5 შეადგინა და ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ გოლბასისთან მდებარეობდა.

საფრანგეთში მდებარე ევროპისა და ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით კი ბიძგის სიმძლავრე 5.6 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 06:13 საათზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6 თებერვალს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის 10 პროვინციაში სულ მცირე 2 000 ადამიანი დაიღუპა და 11 100-ზე დაშავდა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში 7-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები