დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთში ქარის ენერგიის წარმოება იზრდება

თურქეთში ქარის ენერგიის წარმოება იზრდება

13-03-2023 09:53:57

12 მარტს თურქეთში ქარის ელექტროენერგიის წარმოებამ 212 931 მეგავატ/საათს მიაღწია.

თურქული ენერგოდისტრიბუციული კომპანიის (TEİAŞ) მონაცემებით, ეს რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, იუწყება  Anadolu. 

წინა დღით თურქეთში 811 ათას 120 მეგავატ/საათ ელექტროენერგია იწარმოებოდა. ამასთან, ელექტროენერგიის 26,3 პროცენტი ქარის ელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს.

ამას მოსდევს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები, რომელთა წილიც - 21,4 პროცენტია და ლიგნიტის ელექტროსადგურები, რომელლთა გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა, საერთო გამომუშავების - 12,3%-ს შეადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები