24 აგვისტოს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა (CBTR) მოულოდნელად დისკონტის განაკვეთი 7,50 პროცენტული პუნქტით 25%-მდე გაზარდა.
მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ბანკი დისკონტის განაკვეთს 20%-მდე გაზრდიდა.
ბანკის ახალი ადმინისტრაციის საქმიანობის ძალაში შესვლისას CBTR დისკონტის განაკვეთი 8.50% იყო.
CBTR-ის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი დოლარის ფასი 27,2708 ლირა იყო. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კურსიც 27 ლირას ჩამოსცდა და 26,6751 ლირა შეადგინა. თურქული ლირა დოლართან მიმართებით 2%-ზე მეტით გაუფასურდა.
უახლესი