სტამბულში დაგეგმილ ტურზე არცერთი ჯავშანი არ გაუქმებულა - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ტურისტული კომპანია Go Tour-ის დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განუცხადა.
„თურქეთში განვითარებულო მოვლენების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ მოგზაურობის მოყვარულებს შეეშინდებოდათ და სტამბულში აპრილში დაგეგმილი ტურები ჩაიშლებოდა. თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა და ამ დრომდე სტამბულში დაგეგმილ ტურზე არცერთი ჯავშანი არ გაუქმებულა“, - აღნიშნავს წიკლაური.
ამასთან, სტამბულის გარდა, თურქეთის სხვა ტურისტულ მიმართულებებზე ზაფხულის სეზონზე მოთხოვნა სტაბილურად ნარჩუნდება.
„ანტალიის, კუშადასისა და ბოდრუმის მიმართულებით წინასწარ ჯავშნებს ვაკეთებთ და საგულისხმოა, რომ მოთხოვნა არც ამ მიმართულებებზე შემცირდა“, - ამბობს წიკლაური. Go Tour-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პანდემიის შემდეგ გამყვან ტურებზე მოთხოვნა მზარდია.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთსა და რუსეთში ჩავიდა.
საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების სტატისტიკა:
1. თურქეთი - 54.1%;
2. რუსეთი - 14.2%;
3. ევროკავშირის ქვეყნები - 10.9%;
4. სომხეთი - 7%;
5. აზერბაიჯანი - 1.2%
სხვა ქვეყნები - 12.6%
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის 11 პროვინცია ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა. სტიქიას დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა