დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 40 პროცენტამდე გაზარდა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 40 პროცენტამდე გაზარდა

23-11-2023 18:52:22

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის განაკვეთი 35%-დან 40%-მდე გაზარდა. აღნიშნულია მარეგულირებელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გადაწყდა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა 500 საბაზისო პუნქტით 40%-მდე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოქტომბრის ბოლოს გამართულ შეხვედრაზე მარეგულირებელმა განაკვეთი 30%-დან 35%-მდე გაზარდა.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა, რომ გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის თანდათან გამკაცრებას, სანამ მაღალი ინფლაციის პროგნოზი არ შეიცვლება. შემდეგ, 22 ივნისს, მარეგულირებელმა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გაზარდა განაკვეთი - 8,5%-დან 15%-მდე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები