დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთი გლობალური დათბობისა და უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო სურსათის მარაგს გაზრდის

თურქეთი გლობალური დათბობისა და უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო სურსათის მარაგს გაზრდის

24-06-2024 12:00:00

თურქეთმა გლობალური დათბობისა და უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, სურსათის მარაგის გაზრდა გადაწყვიტა, ამის შეახებ გამოცემა Yeni Akit წერს.

„ამ კუთხით, თურქეთის მარცვლეულის საბჭო (TMO),  გაუთვალისწინებელი სიტუაციების შემთხვევაში, ყოველწლიურად სულ მცირე 1,5 მილიონი ტონა ხორბლის, 250 ათასი ტონა ქერის, 150 ათასი ტონა სიმინდისა 50 ათასი ტონა ბრინჯის მარაგების ორგანიზებას მოახდენს.

„მარაგების შესაქმნელად კი ორგანიზაცია დახარჯავს 5 მილიარდ ლირას (თითქმის 154 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯავს“, წერს გამოცემა და დასძენს, რომ თურქეთს სურს მინიმუმამდე დაიყვანოს გლობალური კლიმატის ცვლილებისა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ეფექტი. 

თურქეთის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ხორბლის იმპორტს 21 ივნისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით შეაჩერებს. ამ თარიღის შემდეგ, იმპორტის შეჩერება შეიძლება გაგრძელდეს ბაზრის პირობებიდან გამომდინარე. ინფორმაციის თანახმად, ეს არის ერთ-ერთი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მწარმოებლების დაცვას, რათა ისინი ხორბლის დაბალი ფასების შედეგად არ დაზარალდნენ.

თურქეთის ხორბლის იმპორტმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2,1 მილიონი ტონა და შესაბამისად 530 მილიონი დოლარი  შეადგინა, რომლის შესყიდვის 69% რუსული მარცვლეულიდან მოდის. თურქულმა კომპანიებმა 1,5 მილიონი ტონა რუსული ხორბალი 368,5 მილიონ დოლარად შეიძინეს. იმპორტის სრული აკრძალვის დაწესებით რუსეთს თვეში 488,5 ათასი ტონა ხორბლის გადამისამართება მოუწევს, რომლის ღირებულება 123 მილიონი დოლარია.

ასევე თურქეთისთვის ხორბლის მსხვილ გამყიდველებს შორის იყვნენ უკრაინა (27%) და მოლდოვა (1.6%). დაახლოებით 1% მოდის ბულგარეთზე, რუმინეთსა და სირიაზე.


 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები