მესტიაში მდებარე სასტუმროები ტურისტულ სეზონს მაქსიმალურად მომზადებული ხვდებიან. როგორც საოჯახო სასტუმრო „უშბას“ მფლობელი თეა ჟორჟოლიანი Business Insider Georgia-თან ამბობს, 2022 წელს წინა წელთან შედარებით ვიზიტორების10-15%-იანი ზრდა შეძლეს, თუმცა პანდემიამდელ მაჩვენებელს დაახლოებით 40 %-ით ჩამორჩებიან.
„აქტიურ სეზონს ვიწყებთ, ჯავშნების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, მდგომარეობა სტაბილურია და წელს კარგ შედეგს ველოდებით, თუმცა პანდემიამდელი მაჩვენებლების მიღწევა გამოწვევად კვლავ რჩება. სიახლეა იმ მხრივ, რომ ევროპელი დამსვენებლები გააქტიურდნენ, განსაკუთრებით გერმანიიდან, რუსეთიდან, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათი მხრიდან ბუმია. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის შემდეგ ძალებს თანდათან ვიკრებთ და ყოველი მომდევნო წელი უკეთესია. 2022 წელს 10%-იანი ზრდა გვქონდა, წელს მეტს ველოდებით", - ამბობს თეა ჟორჟოლიანი.
რაც შეეხება ფასებს, სასტუმრო „უშბაში“ 1 დღით განთავსება 75 ლარი (ორჯერადი კვებით) ჯდება. საოჯახო სასტუმროში 10 ნომერია. შეგახსენებთ, რომ მესტიაში ზაფხულის სეზონი გაიხსნა.
ტურისტული კომპანიების ინფორმაციით, სვანეთის მიმართულებით ძირითადად 3-დღიანი და 5-დღიანი ტურების ორგანიზება ხდება.
უახლესი
8 საათის წინ
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO8 საათის წინ
ჯადოსნური საშობაო ბაზრობა შატო მუხრანში