დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტურიზმის ინდუსტრიის წარმატებაში ავიარეისების სიხშირეების ზრდას მაღალი პროცენტული წილი აქვს - მაია ომიაძე

ტურიზმის ინდუსტრიის წარმატებაში ავიარეისების სიხშირეების ზრდას მაღალი პროცენტული წილი აქვს - მაია ომიაძე

18-06-2024 13:00:00

ვფიქრობთ, რომ წელს საერთაშორისო მოგზაურების თვალსაზრისით, ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვექნება, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

მაია ომიაძის განმარტებით, პირველი კვარტალი საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით საკმაოდ წარმატებული იყო და ანალოგიური მოლოდინია მეორე კვარტალზეც, რასაც მთლიანობაში ის მარკეტინგული კამპანიები უზრუნველყოფს, რაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახორციელა და ზოგიერთიც კიდევ მიმდინარეობის ეტაპზეა. ტურისტული ნაკადების შემოდინების კუთხით მნიშვნელოვანია, ასევე სწორ საავიაციო პოლიტიკა.

„პირველი კვარტლის მონაცემებით ტურიზმმა ბოლო წლების მაჩვენებლებთან შედარებით, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ტურიზმში, როგორც საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა, ისე შემოსავლების მოცულობა გაზრდილია და აღნიშნული მაჩვენებლები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მეორე კვარტალიც წარმატებული იქნება. 

როდესაც ჩვენ წლის დასაწყისში პროგნოზები გამოვაქვეყნეთ ვთქვით, რომ 2024 წელი საკმაოდ წარმატებული იქნებოდა. იცით, რომ ტურიზმისთვის 2019 წელი, კოვიდამდელი პერიოდი ყველაზე კარგი პერიოდი იყო და მას შემდეგ აღდგენის დინამიკაში ვართ. შარშან შემოსავლების ნაწილში 2019 წლის მაჩვენებლებს გადავაჭარბეთ, თუმცა წელს ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო მოგზაურების თვალსაზრისით ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვექნება.

რა თქმა უნდა ამ ყველაფერს  ხელი შეუწყო საერთაშორისო მარკეტინგულმა კამპანიებმა და ამ წარმატებაში ძალიან მაღალი პროცენტი აქვს დამატებულ ავიარეისებსა და სიხშირეებს. გაზრდილი პირდაპირი ფრენების მაჩვენებელი, რაც მთლიანობაში ქმნის ტურიზმის ინდუსტრიაში იმ მოცულობასა და რაოდენობას, რაც ქვეყანას საერთაშორისო ვიზიტორების დინამიკიდან და ტურიზმიდან შემოსავლების სახით აქვს მიღებული“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

პირველი კვარტლის მონაცემებით, რეკორდული მაჩვენებლებია როგორც ტურიზმის, ისე ავიაციის სექტორებში. კერძოდ, ისტორიული მაქსიმუმი - 807.7 მლნ ამერიკული დოლარის შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა ტურიზმის სექტორიდან, რითაც გაუმჯობესდა არამარტო გასული წლის შედეგი, არამედ მოხდა პანდემიამდელი მონაცემების აღდგენა და გაუმჯობესება. წელს პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველომ  1,3 მლნ-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რაც 2023 წელთან შედარებით 7,6% ზრდაა. ამავე პერიოდში ასევე ისტორიული მაქსიმუმი - 938,644 საერთაშორისო ტურისტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება ავიაციის სექტორში არსებულ სურათს - მნიშვნელოვნად იზრდება პირდაპირი ავიარეისების რაოდენობა, სიხშირეები და შესაბამისად, მგზავრთნაკადის მაჩვენებელი. არსებული პროგნოზით, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე  13 600 ავიარეისი შესრულდება, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმი იქნება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები