ივნისის თვეს დაახლოებით 10%-იანი დატვირთვით დავასრულებთ. წვიმიანი ამინდების გამო ბაკურიანში დამტვერვის სეზონი შეიძლება ითქვას ჩავარდა, რადგან მოთხოვნა აღარ იყო, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ბაკურიანის სასტუმრო Dialog Kokhta-ს მენეჯერმა ბესო ქარჩავამ განუცხადა.
მისი თქმით, ბაკურიანში ტურისტული სეზონი ამინდზეა დამოკიდებული. „ივნისი ფაქტობრივად წვიმა არ შეწყვეტილა. თუმცა რამდენიმე კერძო ორგანიზაციის კონფერენციას ვუმასპინძლეთ და ძირითადად უცხოელ ტურისტებს“, - ამბობს სასტუმროს მენეჯერი. ა
მასთან, Dialog Kokhta-ს მენეჯერი ამბობს, რომ ივლის-აგვისტოში ბაკურიანში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება.
„გვაქვს კავშირი ტურისტულ სააგენტოებთან. მათი მოლოდინიც პოზიტიურია. ძირითადი ფაქტორი მაინც ამინდია და საგულისხმოა ისიც, რომ პოსტკოვიდური ვითარება ბოლომდე არაა განეიტრალებული, რაც თავის გავლენას ახდენს“.
ამასთან, ზაფხულის სეზონზე Dialog Kokhta ტურისტებს რამდენიმე აქციას სთავაზობს. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს როგორც სტუდიო ისე საოჯახო აპარტამენტებით. სასტუმროში არის რესტორანი, გასართობი ცენტრი.
ივნისში 2 საძინებლიანი აპარტამენტი 4 პერსონაზე - ₾200 ღირს, ხოლო 30 ივნისამდე, ნომერი 2 პერსონაზე (საუზმით ) - 185 ლარი. ასევე არის ფასდაკლებები წინასწარ ჯავშნებზე.
სასტუმრო 4 ვარსკვლავიანია, აქვს 135 ნომერი და ბაზარზე უკვე ერთი წელია ოპერირებს.
უახლესი
14 საათის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს19 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები1 დღის წინ
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები