წლის ბოლომდე ქართული სატვირთო ავიაკომპანია Camex Airlines-ის ავიაპარკს კიდევ ერთი საჰაერო ხომალდი შეემატება. როგორც Business Insider Georgia-სთან Camex Airlines-ის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ Boeing 767-300-ის დამატება წლის ბოლომდე მოხდება, რაც ავიაკომპანიას ჩინეთის მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულების საშუალებას მისცემს.
„ავიაპარკის ზრდის მიმართულებით გაქვს პროგრესი. წლის ბოლომდე კიდე ერთ ბორტს დავიმატებთ. ამ ეტაპზე ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ვოპერირებთ. როდესაც ახალ ბორტს მივიღებთ აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე ვაპირებთ ოპერირებას“, - აცხადებს სეთურიძე.
Camex Airlines-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წლის ბოლომდე ავიაკომპანია ჩინეთის მიმართულებით დაიწყებს რეგულარულ რეისებს, საუბარია რამდენიმე ქალაქზე, თუმცა პირველი ჩინური ქალაქი, სადაც ავიაკომპანია რეგულარულ რეისების შესრულებას გეგმავს ურუმჩი იქნება.
დღეისათვის Camex Airlines-ი 2 საჰაერო ხომალდით: B737-8AS და Boeing 737-8FE ოპერირებს.
უახლესი