წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაობი დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„გამწვანების სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ სამუშაობის დასრულება. არ დავიწყებ ახსნას, თუ რა მდგომარეობა იყო კომუნიკაციების თვალსაზრისით. მიხარია, რომ კიდევ ერთი მოწესრიგებული გამზირი შეემატა დედაქალაქს. სამუსაოები უკვე დასრულებულია და დღეს შეგვიძლია ადგილზე მივიდეთ და დავათვალიეროთ“, - განაცხადა კალაძემ.
1-ელ თებერვალს წერეთლის გამზირზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა.
16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა. საქმე ეხება ორ კონტრაქტორ კომპანიას - შპს ერ ტე დეს და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს.
დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება.
17 იანვარს მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის იანვრის ბოლომდე დასრულებისთვის 4 კომპანიასთან კონტრაქტები გააფორმა. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 17 მილიონ ნახევარი ლარია. მერიამ კონტრაქტები გააფორმა კომპანიებთან: ბლექ სი გრუპი, პარმა, ენკო, ჯეუ გრუპი.
უახლესი
4 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო4 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი