დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს, თურქეთში დასვენება გაძვირდა -  „კლარკ & რობინსონის“ აღმასრულებელი დირექტორი

წელს, თურქეთში დასვენება გაძვირდა - „კლარკ & რობინსონის“ აღმასრულებელი დირექტორი

10-07-2024 16:00:00

თურქეთის ზაფხულის კურორტები, აია ნაპა და სალონიკი ეს ის მიმართულებებია, სადაც ქართველები ზაფხულის საკურორტო სეზონზე დასვენებას უპირატესობას ანიჭებენ.

როგორც Business Insider Georgia-სთან ტურისტული კომპანია „კლარკ & რობინსონის“ აღმასრულებელმა დირექტორმა  მამუკა კელაურაძემ განაცხადა, წელს ზაფხული კურორტებზე დასვენება საკმაოდ გაძვირებულია.

​„როგორც წესი და რიგია ზაფხულში ქართველების საყვარელი მიმართულება არის თურქეთი. თურქეთის კურორტებს მიმართულებით პირდაპირი რეისები არის როგორც ანტალიაზე, იზმირზე, ისე ბოდრუმზე. თუმცა წელს თურქეთში დასვენება ძალიან გაძვირებულია. გაძვირება შეეხება როგორც სასტუმროებს ისე ავიაბილეთებს. მთლიანობაში ფასები შარშანდელთან შედარებით დიდი განსხვავებას გვაძლევს

რაც შეხება მოთხოვნას გეტყვით, რომ რეისები ყველა მიმართულებით დატვირთულია. ხოლო თავად თურქეთში სასტუმროები საკმაოდ დატვირთულია, მარტო ქართველი ტურისტები ხომ არ ჩადიან, უამრავი ქვეყნებიდან სტუმრობს ქვეყანას ტურისტი. ბუნებრივია როდესაც იტვირთება თვითმფრინავი ან სასტუმრო ფასი იზრდება, 

პირდაპირი რეისები გაქვს ასევე ლარნაკში, სალონიკიში, - ვგულისხმობ საკურორტო მიმართულებებს.

აქაც ფრენებზე საკმაოდ მაღალი ფასებია. ევროპის ჩემპიონატის პერიოდში ძალიან დიდი ტრაფიკი იყო და მთელი საქართველო დაძრული იყო და ყველანაირი მიმართულებით ხდებოდა ადგილზე ჩასვლა. ხალხი ავტობუსებითაც წავიდა და მით უმეტეს ევროპის მიმართულებით ფრენები დატვირთული იყო. ახლა ამ ტალღამ გადაიარა, მაგრამ მთლიანობაში ივლისი, აგვისტო და სექტემბრის პირველი ნახევარი ყველაზე მოთხოვნადი პერიოდია ყველა მიმართულებით. ამიტომ რეისები დატვირთულია და ფასებიც მაღალია“, - აღნიშნა კელაურაძემ.

მისივე განმარტებით, კვიპროსში დასვენების ფასები საკმაოდაა გაზრდილი. საბერძნეთში მეტ-ნაკებად სტაბილური ვითარებაა და ფასების არჩევანი არის. 

„ზოგადი ტენდენცია მსოფლიოს მასშტაბით არის ის, რომ წლიდან წლამდე ფასები განუხრელად მატულობს. ეს არამარტო კურორტებს ეხება, არამედ დიდ ქალაქებსაც. მაგალითად პარიზი, რომი, ლონდონი და ასე შემდეგ, ყველგან ფასები მატულობს და რადგანაც საფრანგეთი, იტალია, ბრიტანეთი ტურიზმის მოდის კანონმდებლები არიან, ეს ავტომატურად იწვევს იმას, რომ სხვა ქვეყნებშიც ფასები იზრდება. მათ არც თურქეთი ჩამორჩა. მაგალითად, სტამბოლში სანახაობები გაძვირდა საოცრად.  ისეთი ადგილები როგორიცაა ბაზილიკა ცისტერნა, აია სოფია და დოლმაბაჰჩეს სასახლეში შესასვლელი ბილეთები თითქმის 30 ევრო გახდა, რაც ლუვრზე ძვირია. ტენდენცია ისეთია, რომ მოგზაურობა ნელ-ნელა თანდათან უფრო ძვირი სიამოვნება ხდება“, - ამბობს „კლარკ & რობინსონის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები