დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Toyota-ს მოგება თითქმის 3-ჯერ გაიზარდა

Toyota-ს მოგება თითქმის 3-ჯერ გაიზარდა

02-11-2023 10:30:14

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota Motor Corp-მა მიმდინარე ფისკალური წლის მეორე კვარტალში,წმინდა მოგება თითქმის გაასამმაგა, რაც გაცილებით კარგი მაჩვენებელია ვიდრე ბაზრის პროგნოზები იყო. 

Toyota-ს ინფორმაციით, კომპანიის წმინდა მოგებამ ივლის-სექტემბერში 1,28 ტრილიონი იენი (8,4 მილიარდი დოლარი) შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 434,26 მილიარდ იენი იყო.​ Quick-ის მიერ გამოკითხულ ექსპერტებს კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 912,33 მილიარდ იენად ჰქონდათ შეფასებული.

Toyota-ს კვარტალური შემოსავალი 24%-ით, 10,6 ტრილიონ იენამდე არის გაზრდილი.

არსებული სტატისტიკური მონაცემებით, საოპერაციო მოგება გაორმაგდა 562,79 მილიარდი იენიდან 1,44 ტრილიონ იენამდე ​გაიზარდა. იაპონიაში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 879,1 მილიარდ იენამდე, ხოლო ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში კომპანია დაუბრუნდა პოზიტიურ შედეგებს - მოგებამ შესაბამისად 99,3 მილიარდი იენი და 169,4 მილიარდი იენი შეადგინა. (გასული ფისკალური წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა ზარალი, შესაბამისად, 65,5 მილიარდი იენი და 85,6 მილიარდი იენი). 

Toyota-ს გაყიდვები ბოლო ფინანსურ კვარტალში გაიზარდა 2,85 მილიონ მანქანამდე. 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი კი 2,63 მილიონი იენი იყო.

ირკვევა ისიც, რომ კომპანიამ წმინდა მოგების პროგნოზი, მიმდინარე ფისკალურ წელს, 2,58 ტრილიონი იენიდან  3,95 ტრილიონ იენამდე  გაზარდა, ხოლო შემოსავალი 38 ტრილიონი იენიდან 43 ტრილიონ იენამდე. კომპანია ამ პერიოდში კვლავ 11,38 მილიონი ავტომობილის გაყიდვას ელის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები