მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის მიმართულებებიდან საქართველოდან ყველაზე მოთხოვნადი ტრანზიტული მიმართულებების TOP-5 ასე გამოიყურება: მადრიდი, პარიზი, რომი, ბარსელონა და ამსტერდამი.
როგორც Business Insider Georgia-ს საქართველოში Pegasus Airlines-ის ოპერატორი კომპანია GASA-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ განუცხადა, ავიაკომპანიის ტრანზიტული მიმართულებებიდან TOP-5 გასული წლის მსგავსად წელსაც იდენტურია და იგივე დარჩება ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაშიც, რასაც მრავალი ფაქტორი განაპირობებს.
„მათ შორისაა, ის რომ ამ მიმართულებებზე ბევრი ქართველი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში აღნიშნულ მიმართულებებზე ტურისტების ნაკადი შედარებით ნაკლები იქნება ზოგი საქმეზე მიდის, ზოგი სამუშაოდ და ტრაფიკი, ანუ მგზავრთნაკადი ამ ქალაქებში უფრო მაღალია“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
Pegasus Airlines-ის პირდაპირი მიმართულებებიდან კი საქართველოდან (თბილისი, ბათუმი) სტამბოლი უპირობო ლიდერია.
როგორც GASA-ს ხელმძღვანელი ამბობს, ბაზარი დასტაბილურებულია, ავიაბილეთის ფასები გასულ წელთან შედარებით შემცირებულია და 2019 წლის მაჩვენებლებთან დაახლოებული.
რაც შეეხება ავიაბილეთების ფასების კლებას, რაც შემოდგომით მნიშვნელოვნად არის სახეზე: ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ბილეთების ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება და დაბალი ტარიფები აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი