დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიაში ყიდის და ყიდულობს

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიაში ყიდის და ყიდულობს

27-09-2024 12:00:00

გერმანიიდან იმპორტი 28%-ითაა გაზრდილი, ხოლო ექსპორტი 10%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ გერმანიიდან 768,550.13 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 629,605.94 ათასი დოლარი. გერმანიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილები, რომელზედაც გერმანიიდან იმპორტის 44%-ი მოდის.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 335,940.10 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 46,498.93 ათასი დოლარი,
  • სატვირთო ავტომობილები - 27,172.40 ათასი დოლარი,
  • საფრენი აპარატები სხვა - 18,688.06 ათასი დოლარი,
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 16,944.20 ათასი დოლარი.

რაც შეეხება გერმანიაში ექსპორტს, 2024 წლის რვა თვეში საქართველომ გერმანიის ბაზარზე 30,303.68 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 33,819.72 ათასი დოლარის. საქართველოდან გერმანიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ღვინოა, რომელზედაც გერმანიაში ექსპორტის 13%-ი მოდის.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიაში ყიდის:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 4,043.55 ათასი დოლარი,
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 2,780.36 ათასი დოლარი,
  • წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან - 2,511.40  ათასი დოლარი,
  •  თხილი და სხვა კაკალი - 2,234.30 ათასი დოლარი,
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 1,857.04 ათასი დოლარი,


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები